x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მახსოვს - კაკო ბობოხიძემ რომ სახე გააძრო და აქ ბრძოლას ლონდონში ნებივრობა რომ არჩია რეჟიმის მსხვეპლმა ირაკლიმ" - ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორი ელისო კილაძე "ღამის კურიერში" "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და გადაცემის წამყვანის ირაკლი იმნაიშვილის სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. კილაძის თქმით, ის მხოლოდ მაშინ აღიარებს ირაკლი იმნაიშვილს "მაგარ" ჟურნალისტად თუ პოლიტიკური თოქ - შოუს წამყვანი პირდაპირ ეთერში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთანაც ისეთივე კრიტიკული და მწვავე იქნება როგორც თავის სხვა დანარჩენ რესპოდენტებთან არის: "ჰარდ თოქი" არა სტაფილო.. ვანო ჩხარტიშვილს რომ მიჯირყვნის, მაშინ დავიჯერებ მის მაგარ ჟურნალისტობას. მანამდე წარსული მახსოვს -კაკო ბობოხიძემ რომ სახე გააძრო და აქ ბრძოლას ლონდონში ნებივრობა არჩია რეჟიმის მსხვეპლმა ირაკლიმ" - დაწერა გაზეთ "ქრონიკა +"- ის რედაქტორმა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ წამყვანსა და გადაცემის სტუმარს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ვანო ჩხარტიშვილის თემას მოჰყვა, პირველმა "ლეიბორისტმა" ირაკლი იმნაიშვილს, ჩხარტიშვილის ჟურნალისტი უწოდა და ის წლები შეახსენა, როდესაც ის ლონდონში სწორედ ჩხარტიშვილმა გაუშვა, რესპოდენტის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს გადაცემის წამყვანმა უსაფუძვლო და ცილისმწამებლური უწოდა.



0
795
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
795