სისხლის სამართალი სერიულ მანიაკს მეტსახელად "მკვლელი ოქროს შტატიდან" სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 2020, 22 აგვისტო, 10:27 ![]() აშშ-ის ქალაქ საკრამენტოს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 74 წლის ჯოზეფ დეანჯელოს, მეტსახელად "მკვლელი ოქროს შტატიდან", მან აღიარა 13 დანაშაული, რითაც აშშ-ს პროკურატურასთან გარიგების სანაცვლოდ სიკვდილით დასჯა აიცილა, იტყობინება BBC. საოლქო პროკურორმა ანა მარია შუბერტმა დენჯელოს უწოდა "მოქმედი სოციოპატი" განაჩენი იმ გამოძიების შედეგი იყო, რომელიც 1970-იანი წლებიდან დაიწყო და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 74 წლის დეანჯელო დააპატიმრეს მხოლოდ 2018 წელს მას შემდეგ, რაც მისი დნმ-ის ნიმუში შესაბამისობაშია მონაცემთა ბაზაში დანაშაულის ადგილზე აღებულ ნიმუშებს დაემთხვა. ამა წლის ივნისში, ბრალდებულმა გარიგება მოახდინა პროკურორებთან და აღიარა 13 მკვლელობა, რითაც სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობად შეეცვალა. მან ასევე აღიარა მრავალი გაუპატიურება, ყაჩაღობა და სხვა სახის დანაშაულები, რომლებიც ახხორციელდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. საოლქო პროკურორმა ანა მარია შუბერტმა დენჯელოს უწოდა "მოქმედი სოციოპატი" გამოძიება 40 წელზე მეტხანს გაგრძელდა და გაირკვა, რომ ყველა დანაშაული ყოფილმა პოლიციელმა ჯოზეფ დეანჯელომ ჩაიდინა. ![]() დანჯელო, რომელიც სახეს ნიღბით იფარავდა, ღამით შედიოდა სახლებში, სადაც მარტოხელა ქალი, ან - ოჯახი ცხოვრობდა. ის აუპატიურებდა და კლავდა მსხვერპლს, ხშირად „სამახსოვრო სუვენირები მიჰქონდა“. მის მიერ მოკლულ ადამიანებს შორის 13 წლის მოზარდებიც იყვნენ. ![]() 343 7-ს მოსწონს
|