x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რა იკრძალება დიდ ბრიტანეთში! ყველაზე აბსურდული კანონები....

image


უხსოვარი დროიდან დიდ ბრიტანეთში უამრავი, უცნაური და აბსურდული აკრძალვა არსებობს, რომელიც საგონებელში განსაკუთრებით ტურისტებს აგდებთ. აი, მხოლოდ რამდენიმე მათგანი.


image


1. ინგლისის პარლამენტის შენობაში სიკვდილი დაუშვებელია. ერთი შეხედვით, ამ უაზრო აკრძალვას, სრულიად ლოგიკური საფუძველი გააჩნია. საქმე იმაშია, რომ ადამიანი, რომელიც ვესტმინსტერის სასახლეში გარდაიცვლება, სამეფო პატივით უნდა დაიკრძალოს, თან სახელმწიფოს ხარჯზე. სწორედ ამიტომ ცდილობს სახელმწიფო ყველა საშუალებით მსგავსი ხარჯების თავიდან აცილებას.



2. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში რკინის ჯავშნით შესვლა იკრძალება, და საინტერესოა, არის კი ნეტა ვინმე მსურველი?


image


3. 1693 წლიდან პარლამენტის სხდომებზე მოწევა იკრძალება, მაგრამ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დასაყნოსი თამბაქო ნებადართულია და მას საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში როგორც წესი, სპეციალურად აწყობენ, თუმცა მასზე მოთხოვნა ნაკლებია.


4. პარლამენტარებს ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება ეკრძალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დამრღვევებს საპარლამენტო საქმიანობიდან დიდი ხნით ჩამოშორება ემუქრებათ.



5. დღესდღეობით, ლონდონის ქუჩებში დაახლოებით 19, 000 - მდე ტაქსი მოძრაობს, თუმცა ისინი როგორც წესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითად, ტაქსის კარები შავი ჭირით დაავადებული პირისთვის დაკეტილია.



6. იმედი მაქვს, იორკში შოტლანდიელის მკვლელობას არ გეგმავთ, რადგან ეს იქ მკაცრად იკრძალება, კანონი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ანულირდება თუ შოტლანდიელი მშვილდ- ისრით იქნება შეიარაღებული.



image


7. ლივერპულში ქალებს საზოგადოების წინაშე მოშიშვლებული მკერდით გამოჩენა ეკრძალებათ, უკაცრავად თქვენთან ძვირფასო მამაკაცებო! გამონაკლისს მხოლოდ ის ქალბატონები წარმოადგენენ, ვინც ტროპიკული თევზის მაღაზიაში გამყიდვლებად მუშაობენ.



8. შოტლანდიაში, კი უცხო პირს თქვენი სახლის საპირფარეშოთი სარგებლობზე უარს ვერ ეტყვით, იქ ეს კანონით იკრძალება.



9. ქიშმიშის ღვეზელი, რომელიც ინგლისში ტრადიციულ საშობაო დესერტად ითვლება, გაგიკვირდებათ და, მისი მირთმევა სწორედ შობის დღეს იკრძალება. ეს აკრძალვა ტომას კრომველმა ჯერ კიდევ მე -16 საუკუნეში შემოიღო. ჰენრი VIII- ის პირველი მრჩეველი თვლიდა, რომ ნუგბარის ჭამა - ცოდვაა. ამგვარად, ბრიტანელების უმრავლესობა აღიარებს, რომ ხუთასი წლის წინანდელ დადგენილებას ისინი რეგულარულად არღვევენ.


image


10.კონვერტზე საფოსტო მარკის დაკვრისას ყურადღებით იყავით, თუ ბრიტანეთის მონარქის გამოსახულებიანი მარკა შემთხვევით, კონვერტზე თავდაყირა დააკარით, იცოდეთ რომ ეს ქმედება სახელმწიფოს ღალატს უთანაბრდება.



11. 1836 წელს დიდ ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომელიც ღამით ქორწინების რეგისტრაციას კრძალავდა. აღნიშნული აკრძალვა მხოლოდ 2012 წელს გაუქმდა, თუმცა სტატისტიკის თანახმად ყველაზე ხშირად სწორედ ღამის ქორწინებები ინგრევა.



12. 1867 წელს ლონდონის ქუჩებში პირუტყვის გაშვება აკრძალეს, თუმცა კანონი დღემდე არ გაუქმებულა.





0
398
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
398