საქართველო აია სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს 2020, 21 აგვისტო, 13:20 აია-სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ქრისტიანული ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს. საუბარია ხორას მონასტერზე, სადაც მაცხოვრის სახელობის ტაძარი მდებარეობს. გადაწყვეტილება თურქულ მედიაში გამოქვენდა. „ეს კომნენოსების იმპერატორთა დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ბიზანტიური ძეგლია, რომელიც თავისი შედევრული ფრესკებით არის ცნობილი. ხდება მისი მეჩეთად გადაკეთება იმავე პროცედურებით, როგორც ეს აია სოფიას შემთხვევაში მოხდა. ის გადაეცემა რელიგიის საქმეთა სამმართველოს და როგორც მოსალოდნელია, ბიზანტიური ფრესკები დაიფარება, რათა ეკლესია მეჩეთად გადაკეთდეს“ - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
253 1-ს მოსწონს
|