სხვა საინტერესო ფაქტები დროშებზე 2020, 20 აგვისტო, 16:58 გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს სხვადასხვა ქვეყანათა დროშებზე.
1.ნეპალის დროშა ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც ოთხკუთხა ფორმა არ გააჩნია. დროშა მიღებული იქნა 1962 წელს. მასზე არსებული წითელი ფერი ნეპალელთა სიმამაცის გამომხატველია, ამასთან ნეპალის სახელმწიფო ყვავილის-როდოდენდრონის ფერია. ლურჯი არშია კი მის გარშემო მშვიდობის ნიშანია. რუკაზე დატანილია, აგრეთვე, მზე და ნამგალა მთავრე- რომლებიც ნეპალის კლიმატს უსვამენ ხაზს- მთავრე ჰიმალაის მთების სასიამოვნო ამინდის, მზე კი ბარში არსებული ცხელი ტემპერატურის სიმბოლოა. 2.ისამნისფერი ყველაზე იშვიათი ფერია, რომელიც დროშებზე გვხვდება, რეალურად ის მხოლოდ ორი ქვეყნის, ნიკარაგუისა და დომინიკის, დროშაზეა დატანილი. მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ ადრეულ პერიოდში იასამნისფერი საღებავი ძალიან ძნელად მოსაპოვებელი და ძვირადღირებული იყო. 3.ყველაზე ფერადი დროშა კი, როგორც აღმოჩნდა, ბელიზს გააჩნია. დროშა, რომელიც ქყვენის ოფიციალური დროშაა 1981 წლიდან, 12 ფერს შეიცავს და მსოფლიოში ყველაზე ფერადი დროშის სტატუსს იმსახურებს. 4.ყველზე ძველი დანიის დროშაა, რომელიც 1625 წლიდან მოყოლებული არ შეცვლილა. დროშის ოფიციალური დიზაინი კი ჯერ კიდევ 1219 წელს შექიმნა. 5.ყველაზე “ახალგაზრდა’’ დროშა სამხრეთ სუდანს გააჩნია, რომელიც ქვეყანამ 2010 წელს მიიღო, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, თუმცა ოფიცილური დროშის სტატუსი 2011 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც სამხრეთ სუდნმა რეფერენდუმის საფუძველზე დამოულიდებლობა გამოაცხადა. 6.საინტერესოა ისიც, რომ იარაღი მსოფლიოს 4 ქვეყნის დროშაზე გვხვდება, ესენია- მოზამბიკი, გუატემალა, ჰაიტი და ბოლივია. იარაღი იმ გავლილი გზისა და დაღვრილი სისიხლის სიმბოლოა, რომელიც ამ ხალხმა დამოუკიდებლობის ფასად გაიღო. 7.იაპონია ამომავალი მზის ქვეყანაა და ალბათ გასაკვირიც არაა, რომ მის დროშაზე დატანილი წითელი სფერო მზეს განასახიერებს. ის ქვეყნის დროშად მიღებული იქნა 1999 წელს. 8.1977-2011 წლებში ლიბიის დროშა ერთადერთი იყო მსოფლიოში, რომელიც მხოლოდ ერთ ფერს შეიცავდა. დღესდღეობით მხოლოდ ერთი ფერი არცერთი ქვეყნის დროშაზე აღარ გვხვდება. 9.მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყნის დროშას აქვს კვდარატული ფორმა, ესენი შვეიცარია და ვატიკანია. შვეიცარიამ იგი 1889 წელს გამოაცხადა ოფიცილურ დროშად, მასზე დატანილი თეთრი ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოა, წითელი ფონი კი მათ სისხლიან წარსულს განასახიერებს. ვატიკანის დროშა კი 1929 წელს იქნა მიღებული, მასზე გამოსახულია პაპის ტიარა და სამოთხის გასაღებები, რომლებიც, გადმოცემის მიხედვით, იესომ წმინდა პეტრეს მისცა. ოქროს გასაღები სულიერ ძალას აღნიშნავს, ვერცხლის გასაღები კი მიწიერი ძალის აღმნიშვნელია. 10. ზოგიერთი დროშა რელიგიურ სიმბოლოებსაც შეიცავს და ამგვარად ქვეყნის ძირითად რელიგიას წარმოაჩენს, მაგალითად თურქეთის, ალჟირისა და პაკისტანის დროშაზე ვხედავთ ვარსკვლავსა და ნამგალა მთვარეს- ისლამის ძირითად სიმბოლოებს. ისრაელის დროშაზე კი დავითის ვარსკვლავია გამოსახული. 241 1-ს მოსწონს
|