საქართველო ყველამ ყურადღებით და ბოლომდე წაიკითხეთ (განსაკუთრებით რუსთაველებო), გადააზიარეთ და გაავრცელეთ 2020, 20 აგვისტო, 0:34
ჩემო ძვირფასო თანაქალაქელებო <3 ცალ-ცალკე კი გპასუხობთ ყველას, მაგრამ უკვე 3000-ს გადასცდა თქვენი შეკითხვები ჩემს PM მესენჯერში <3 (მადლობა), ამიტომ საჯაროდ დავწერ თქვენთვის და ყველა სხვის გასაგონადაც ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს <3 გამაოგნებელ კითხვებს, რომელსაც ბოლოში წარმოგიდგენთ ნუ გაიკვირვებთ... უბრალო ხალხმა (ვისთვისაც მე ვომობ მთელი 45 წელია) უ ნ დ ა იცოდეს სიმართლე
- რატომ არ არეკლამებ საარჩევნო ნომერს? რა ნომრით უნდა შემოვხაზოთ რუსთაველებმა შენი სახელი და გვარი? - ჯერ-ჯერობით „ცეესკოს“ არ მოუნიჭებია ჩემთვის, როგორც რუსთავის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის საარჩევნო ნომერი. კონსტიტუციურად ამას, არჩევნებამდე ორი თვით ადრე აკეთებენ, ვიმედოვნებთ, რომ #ქართულიფესვები აგვისტოს ბოლოს (როგორც სხვა ახალი პარტიები) მიიღებს საარჩევნო ნომერს და შესაბამისად მეც <3 რის შემდეგაც დავიწყებ აქტიურ საარჩევნო კამპანიას უკვე ნომრით :) P.S. ისე, რომ იცოდეთ ოფიციალურად, ჯერ, არც 31 ოქტომბრის არჩევნებია დანიშნული :) - სხვა პარტიებს, რომ აქვთ ნომერი, თქვენ რატომ არ გაქვთ? - ეგ „სხვა პარტიები“ ე.წ. კვალიფიციური სუბიექტები არიან ზოგნი, ანუ ისინი ვინც აქამდე გამართულ სხვადასხვა არჩევნებში, უკვე ღებულოდნენ მონაწილეობას და შესაბამისად ზოგს ბარიერიც აქვს გადალახული (კვალიფიციური სუბიექტი), ამიტომ ჩვენ ცოტა არ იყოს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ვართ :) რადგან ვერ ვეწევით აქტიურ საარჩევნო კამპანიას, ისე როგორც „5“-ელები „41“-ანელები და ა.შ. - საჯარო სამასახურში ვმუშაობ (რუსთავის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში პედაგოგი ვარ), უკვე ჩამაწვეთეს, რომ არჩევნების დღეს, თუ ბიულეტინს ფოტოს არ გადავუღებ და 41 არ ვანახებ გამგეს, სამსახურზე პრობლემებს შემიქმნიან, მეტი ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ ნაციონალების დროსაც ასე გამაკეთებინეს, რა გავაკეთო, როგორ დაგიჭიროთ მხარი ბ-ნო ბესო თქვენ, თუ ეს სამსახურის დაკარგვად დამიჯდება და ბაღიდან გამომიშვებენ? - მსგავსი შინაარსის კითხვები ბევრი მომდის, იმას გპასუხობთ რაც პირადადაც მოგწერეთ - გააკეთეთ თქვენი არჩევანი, შემოხაზეთ ჩემი სახელი და გვარი და როცა გადაღებულ ფოტოს არ მიუტანთ გამგეს და ის, ამის გამო პრობლემებს შეგიქმნით, პირადად დამიკავშირდით და მთელს არმიას დავაყენებ თავზე ჩემი ჟურნალისტების! თავ-ბედს დაიწყევლის თუ 0, 1% მაინც პრობლემას შეგიქმნიან ფოტოს არ მიტანის გამო! (სხვა წესს კი, პირადად, რომ გნახავთ მაშინ გასწავლით) - უბნის კორდინატორმა მითხრა, თუ უბნიდან გამოვიტან ტელეფონით გადაღებულ სურათს, რომ ე.წ. საჭირო ნომერი შემოვხაზე და ვაჩვენებ ეზოში, რომ გამოვალ, იქვე გადამიხდიან 20 ლარს. რა ჯანდაბა გავაკეთო? ყელში ამომივიდა ყველა მატყუარა პოლიტიკოსი, მე თქვენ გიჭერთ მხარს, მაგრამ რა ვქნა ასეთ დროს? - ალბათ პირველყოვლისა იმას გთხოვთ, რომ თუ ოდნავ მაინც მცემთ პატივს, თუ 1% მაინც გჯერათ ჩემი რომელიმე ასპექტში, თუ ბოლომდე არ დაგიკარგავთ იმედი მომავლის - არ გააკეთოთ ეგ! არ გაყიდოთ თქვენი ხმა არც 20 ლარად და არც 40-ად :( ვიცი - 20 ლარიც კი ფულია დღეს საზოგადოების უმეტესობისთვის, მაგრამ გეხვეწებით, გემუდარებით - არ გააკეთოთ ეგ, მხოლოდ 1 წამით დაფიქრდით და ჩემი სიტყვები გაიხსენეთ - თუ თქვენ ამას გააკეთებთ, ჩვეულებრივი ღალატი იქნება ეს თქვენი შვილების მომავლისთვის :( 20 ლარი 1 დღეს გეყოფათ, დანარჩენი 4 წელი რას აპირებთ მერე?! - უბნებზე არ გჭირდება დამკვირვებელი? შენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ ბავშობიდან, მინდა რამენაირად დაგიდგე გვერდით. ვიცი, რომ მაჟორიტარებს ყავთ ხოლმე უბნებზე დამკვირებლები, 4 წლის უკან ერთ-ერთი მაჟორიტარის დამკვირვებელი ვიყავი და 80 ლარი გადამიხადეს. - კი, როგორ არ მჭირდება <3 სიამოვნებით მიგიღებთ, მითუმეტეს სანდო ხალხის სერიოზული დეფიციტია :( და მაგ 80 ლარსაც სახელმწიფო აუცილებლად გადაგიხდის... დამიკავშირდი სექტემბრის დასაწყისში და შევხვდეთ ჩემს შტაბში, მეგობრობის 2-ში - რუსთაველების ნახევარზე მეტი შენ გაძლევთ ბესო ხმას, მაგრამ პირდაპირ გეკითხები - რას უშვები იმ მათხოვრებს, რომლებიც უბნებზე ხმებს ითვლიან 8 საათზე არჩევნები, რომ დამთავრდება იმის მერე? არ დაიჯერო, რომ გაყალბება არ იქნება! ყველაფერს გააკეთებენ უბნის თავმჯდომარეები ბესო, რომ ხმები გაგიუქმონ და გაგიყალბონ, იცოდე რომ ერთ-ერთი უბნის თავმჯდომარე ვიყავი 2016-ში მე რუსთავში და ძალიან ადვილად ვაუქმებდი ბიულეტინებს არასასურველი კანდიდატისას :) ტექნიკურად ეს ძალიან ადვილია. რას უშვები ასეთ უბნის თავმჯდომარეებს? - გამაოცეთ, საარჩევნო გაყალბების ისეთი ტექნოლოგიები გამაცანით, რომ თვალები შუბლზე ამივიდა :( გინდათ თქვათ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს და ვიღაცა ოლქის თავმჯდომარეზეა დამოკიდებული ქალაქის და ქვეყნის ბედი მომდევნო 4 წელი? არა! ბოლომდე (!), ყველა (!) ხერხის საშუალებით გავაკონტროლებ თითოეულ ხმას და თუ თქვენც, ჩემი მხარდამჭერი ხართ - დამეხმარეთ თქვენი ხმის დაცვაში, მოდით ჩემთან შტაბში და მე ოფიციალურად წარგადგენთ რომელიმე უბანზე დამკვირვებლად და დარწმუნებული ვარ, არ გააკეთებინებთ უბნის თავმჯდომარეს იმას, რასაც თურმე თქვენ 2016 წელს გაკეთებინებდნენ :( P.S. პერიოდულად კიდევ გავასაჯაროვებ ხოლმე კითხვებს და შესაბამისად ჩემს პასუხებსაც.... გულწრფელად მინდა და მონდომებული ვარ, რომ უ კ ვ ე არჩევნებს ხალხი იგებდეს და არა უბნის თავმჯდომარეები და დამკვირვებლები :( - დროა!!! 30 წელი გავიდა! რომ მეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი ამ საარჩევნო საზიზღრობების შესახებ, თურმე - არა! ამიტომ მაისკეცდება ბრძოლის სურვილი! არცერთი ომიდან ღირსეული ბრძოლის გარეშე არ გამოვსულვარ, ახლაც ასე იქნება!!! <3 169 1-ს მოსწონს
|