ჯანმრთელი კვება რატომ არ შეიძლება ნადგომი ჩაის დალევა 2020, 18 აგვისტო, 13:51 ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ შავ ჩაიში მავნე ნივთიერებები დაყენებიდან 15 წუთში გროვდება, ხოლო მეორე დილით სასმელი სრულიად ტოქსიკური ხდება! რამდენად სიმართლეს შეესაბამება ჩინელი მეცნიერების დასკვნა? ჩინელების დასკვნას ეხმაურება ცნობილი ექიმი დიეტოლოგი ელენე სოლომატინა : "როგორ იწყება სასმელის გაუარესება?: ჩაი შეიცავს სხვადასხვა ეთერზეთებს და როდესაც მასზე მდუღარე წყალს ვასხამთ, ამ ზეთის ზოგიერთი ნაწილი გამოდის ჩაის ნაყენიდან, თხელი ფენა ვრცელდება წყლის ზედაპირზე და ილექება ჭიქის კედლებზე . ექსპერტის თქმით, შეიძლება ჩაის დალევისას ეს მოვლენა ვერც შევამჩნიოთ, მაგრამ შემდეგ, თუ ჭიქაში ჩაის დავტოვებთ, მაშინ უკვე ადვილად დავინახავთ, ეს თხელი შეიცავს ორგანულ ნაერთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მათ შორის ტანინს და სხვა. ჰაერთან კონტაქტის დროს, ეს ნივთიერებები მჟავდება, რა დროსაც ნაყენში ჩნდება პათოგენური მიკროფლორა. განსაკუთრებით, თუ ჩაი შაქარში გახსნილია - ბოლოს და ბოლოს, უცხო ფლორის განვითარებისთვის შესანიშნავი პირობებია - თბილი, ნოტიო და ტკბილი მკვებავი საშუალება. თუ ჩაის ნაყენი მთელი ღამე იდგა, ამ დროს იწყება ობის სოკოების განვითარება, რომელიც ორგანიზმს მიკოტოქსინებით წამლავს. უფრო მეტიც, იმდენად სიცოცხლისუნარიანია, რომ ამ ჩაის ნაყენს სუფთა მდუღარე წყალიც რომ დავამატოთ. ხელახლა მოხმარებული ჩაის დალევისას, ჩვენ ვიღებთ იგივე რაოდენობის მიკოტოქსინებს ჩვენს ორგანიზმში. რა თქმა უნდა, თქვენ არ მოიწამლებით ასეთი ჩაით, - განმარტავს ექსპერტი. მაგრამ ჩვენი სხეული იწყებს ამ პათოგენურ მიკროფლორასთან ბრძოლას, კარგავს ენერგიასა და რესურსებს. ადაპტაციის სისტემა სუსტდება, შედეგად, ამას თუ სისტემატური ხასიათი ექნება, როგორც წესი ერთხელაც დადგება მომენტი, როდესაც „სადაც ვიწროა, იქ გაწყდება". 415 6-ს მოსწონს
|