x
image
ირინა მ.
ენის გაჭრა, ფანჯარა ტუჩზე, ყური ხელზე და სხეულის სხვა უცნაური მოდიფიკაციები
image

სხეულის მოდიფიკაცია-ადამიანის ანატომიის შეგნებული შეცვლაა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს ყველაფერი-დაწყებული ყურის პირსინგიდან ტრანსდერმული იმპლანტებით დამთავრებული.

1. კბილების გაქლიბვა

image

კბილების გაქლიბვა–ეს არის როგორც წესი, წინა ზედა კბილებისთვის სპეციალურად მახვილი ფორმის მიცემა. ადრე ამას აკეთებდნენ სასულიერო, ახლა კი დეკორატიული მიზნებისთვის.

2. კისრის რგოლები

image

ზოგიერთ ტომში გრძელი კისერი ტრადიციულია და სილამაზის ეტალონად ითვლება, ამიტომ კისრის დასაგრძელებლად ქალები ბავშვობიდანვე ატარებენ დეკორატიულ რგოლებს და ასაკის მატებასთან ერთად რგოლების რაოდენობაც მატულობს.

3. ენის გაჭრა

image

ენის გაორებაც სხეულის მოდიფიკაციის ერთ-ერთი ტიპია. ზოგიერთი ამას კოცნის დროს შეგრძნებების გამძაფრებისთვის იკეთებს. სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგალითად, რაიმე სიახლის განცდის სურვილი, სულიერი ასპექტები და სხვ.

4. კორსეტული პირსინგი


image

ეს ძალიან მტკივნეული პირსინგია, ამიტომ ტრავმების გამო კორსეტული პირსინგის უმრავლესობა დროებითია.

5. მაგნიტური იმპლანტებიimage

მათ, ვისაც თავის სხეულზე მოსწონს სხვადასხვა დეკორატიულო ობიექტების ტარება, მაგრამ არ სურთ ყოველ ჯერზე პირსინგის გაკეთება, შეუძლიათ მაგნიტური იმპლანტი მოსინჯონ. კანის ქვეშ ჩანერგილ მაგნიტებზე შესაძლებელია ნებისმიერი მეტალის ობიექტის მიმაგრება ყოველგვარი ტკივილის გარეშე.

6. დაღი

image

ადამიანის დადაღვის დროს, როგორც წესი, რაიმე სიმბოლოს ან ორნამენტის ამოწვა ხდება კანზე, იმისთვის რომ შემდეგ ეს ნაიარევი მთელი ცხოვრება ატარონ.

7. მძივები გენიტალიებზე

image

სხეულის ამ მოდიფიკაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები გენიტალიების კანის ქვეშ იდგავენ სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ მძივებს.

8. თვალის რქოვანის ტატუირება

image

9. თვალის გუგის ტატუირება

image

10. იმპლანტი თვალის გუგაზე

image

უმრავლესობას არ მოგვწონს, როცა თვალში რაიმე ჩაგვივარდება. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდ თანხას იხდიან იმაში, რომ თვალის გუგაზე ჩაისვან პატარა დეკორატიული ობიექტები.

11. სუბდერმული იმპლანტი

image

სუბდერმული იმპლანტები გაჩნდა 1994 წელს. ამ სახის მოდიფიკაციის დროს პატარა ობიექტები, რომლებიც დამზადებულია სილიკონისგან ან ტეფლონისგან, ინერგება კანის ქვეშ. ეს პროცესი ცნობილია აგრეთვე სამგანზომილებიანი იმპლანტის სახელწოდებით.

12. ტრანსდერმული იმპლანტები

image

13. ექსტრემალური პირსინგი

image

14. ფანჯარა ტუჩზე

image

ნათქვამია, თვალები სულის სარკეაო. თქვენი ტუჩიც შეიძლება სარკე ან ფანჯარა გახდეს. ასეთი პირსინგი საკმაოდ გავრცელებულია

15. ტუჩების ამოკერვა

image

კიდევ ერთი უცნაური ტუჩების შეცვლა–ტუჩების ამოკერვა რიტუალური მოდიფიკაციაა. არსებობს სხვა შემთხვევებიც, როცა პირის ამოკერვა პოლიტიკური პროტესტის დროს გამოიყენება.

16. თვალის ამოკერვა

image

17. ყური ხელზე

image

ავსტრალიელმა მხატვარმა, სტელიოს არაკიდუსმა, სხეულის მოდიფიკაცია ახალ მწვერვალამდე აიყვანა. იგი 10 წელი ეძებდა ქირურგს, რომელმაც ხელზე ლაბორატორიაში შექმნილი ყური ჩაუნერგა.

18. კანის გაწელვა

image

კანის გაწელვა აფრიკულ ტომებში გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ ეს მოდიფიკაცია პოპულარული გახდა ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. ყველაზე პოპულარულია ყურების, ცხვირის და ტუჩების გაწელვა.

19. ელფის ყურები

image

20. გარეგნულად ცხოველს მიმსგავსება

image

არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი სხვადასხვა ცხოველს დაემსგავსონ. მაგალითად, ამ ამერიკელმა 14 სხვადასხვა ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა, რათა ვეფხვს დამსგავსებოდა.



0
1176
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0