ტექნოლოგიური სიახლეები "მაგთიკომმა" 5G ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა 2020, 14 აგვისტო, 18:57 5G უკვე საქართველოშია-მაგთიკომმა“ მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო. მაგთიკომი ამ მიმართულებით მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობს, უახლოეს მომავალში კიდევ ერთ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებლისგან ელოდება აპარატურას.
თუმცა "მაგთიკომის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ მე-5 თაობის ქსელის კომერციულ გაშვებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
"მე-5 თაობის ტექნოლოგია, ძირითადად, უნდა მოერგოს ინდუსტრიულ დარგებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიის მთავარი მომხმარებლები უნდა გახდნენ, რაც უახლოესი სამი წლის განმავლობაში ნაკლებ სავარაუდოა. ამავდროულად, სანამ მობილური ბაზრის საცალო სეგმენტზე ინტერნეტის საშუალო მოხმარება თითოეულ აბონენტზე თვეში 15-20 გიგაბაიტს არ გადააჭარბებს, არ არის გამართლებული მე-5 თაობის ქსელის კომერციული გაშვება. მაგთიკომის ქსელში ხორციელდება მე-5 თაობის სადგურების ტესტირება, სადაც ტექნოლოგიური სიჩქარეები, რომელიც ასახავს ფიჭის გამტარუნარიანობას, 20-25 გიგაბიტ წამამდე მერყეობს. მაგთიკომი საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 98%-ს ფარავს ხარისხიანი, საიმედო ქსელით, რომელიც მობილური ქსელის განვითარების ყველა საფეხურს"-ნათქვამია "მაგთიკომის" განცხადებაში.
5G ტექნოლოგიის დღეისთვის გაშვებულია აშშ-ს 4 ქალაქში(ჰიუსტონი, ინდიანაპოლისი, საკრამენტო და ლოს-ანჯელესი)სამხრეთ კორეაში, შვეიცარიაში, ჩინეთში, დიდი ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში და გერმანიაში, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ტესტირება მიმდინარეობს, უზბეკეთში(დასრულების ეტაპზეა), ბელარუსსა და რუსეთში, ამ ქვეყნებს შეემატა ახლა უკვე საქართველოც. 123 1-ს მოსწონს
|