საქართველო თელავში „ქართული ფესვების“ სამაჟორიტარო ოფისი გაიხსნა 2020, 13 აგვისტო, 23:14
13 აგვისტოს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართული ფესვები“ თავისი მორიგი მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად კახეთის სამაჟორიტარო ოლქში წარადგინა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტის ოლქში რეგიონის კოლორიტი გეგე სულხანიშვილი წარმოადგენს ახლადშექმნილ პარტიას.
თელავში წერეთლის ქუჩის სამ ნომერში, მას შემდეგ რაც „ქართული ფესვები“ რომელიც „ცეესკომ“ უკვე ოფიციალურად გაატარა რეგისტრაციაში, ამ უკანასკნელისგან საარჩევნო ნომერს მიიღებს, აქტიური შეხვედრებიც დაიწყება. გიორგი (გეგე) სულხანიშვილის განცხადებით - მისი პრიორიტეტები სოციალურ პრობლემებზე ორიენტირება იქნება, ასევე ქართველ მეომართა, ვეტერანთა პრობლემები (თავად მაჟორიტარობის კანდიდატიც მეომარი ვეტერანია). შტაბის გახსნას ესწრებოდნენ „ქართული ფესვების“ ლიდერები, მაჟორიტარობის კანდიდატები გურიის ოლქიდან ნუგზარ კვაშალი და რუსთავის ოლქიდან ბესო ჩუბინიძე. 307 1-ს მოსწონს
|