x
საკუთარი არსის ძიებაში (კიდევ ერთი აღსარება)
image აგერ მეორე დღე მიიწურა და ჩემს ხასიათს არაფერი ეშველა..ადრე თუ ძალიან მიყვარდა ღამე ახლა მეშინია მისი..მოდის ღამე და თან ათასი უაზრო აზრი მოაქვს, ნამდვილი ქაოსია ჩემს თავში და ამ აბურდული აზრების სათავეს ვერაფრით ვპოულობ..

ვზივარ..თვალები ჭერისთვის მიმიშტერებია და მეტირება..

მერე ვჩერდები და..

სიცილს ვიწყებ..ოღონდ ეს სიცილი არ მომწონს..დამცინავია, ყალბი, ბოროტი.. თითქოს სატანა ჩამისახლა და ის ახლა ჩემშია, ხარხარებს..


ხელები მეკუმშება, ისე ძლერად რომ ვგრძნობ როგორ მესობა ფრჩხილები კანში და მტკივა.. მერე..ხან ვმშვიდდები, თანაბრად ვსუნთქავ და მშვიდი ღიმილით ვფიქრობ, ვიყურები და ვგრძნობ რომ ბედნიერი ვარ, ხან კი სული მეხუთება, ვცოფდები, მინდა ჩემს სულს ჩემივე სხეული შემოვაგლიჯო..

ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მინდება გავქრე ყველას მეხსიერებიდან..ერთი უბრალო მიზეზის გამო-მეშინია..მეშინია რომ ჩემს მშობლებს, ახლობლებსა და მეგობრებს იმედებს ვერ გავუმართლებ..მე თითქმის ყველა დავივიწყე..გული გამიცივდა ყველას მიმართ იმისათვის რომ ერთი ადამიანი შემყვარებოდა..სიყვარული..დიახ, შემიყვარდა სიცოცხლეზე მეტად, მაგრამ რაც უფრო იზრდება ეს გრძნობა მის მიმართ, მით უფრო მცირდება სხვებისადმი და მეშინია..ერთ დღეს რომ მიმატოვოს, მაშინ?! მაშინ ვეღარავის დავადანაშაულებ და... (ოჰ, ნეტავ რა აზრი აქვს ამაზე ფიქრს?!)

ჰო..მიყვარდა ღამე..ვოცნებობდი ხოლმე..ახლა კი მას შიშები მოაქვს.. კიდევ ერთხელ დამღალა სიცოცხლემ..ცხოვრებამ კი არა? საკუთარმა არსებობამ დამღალა.. ნეტავ მალე დამიბრუნდეს ის დრო.. ისევ მიხაროდეს დაღამება, ვოცნებობდე და გაღიმებულს მეძინებოდეს..

ახლა კი..ახლა ისევ საკუთარი არსის ძიებაში ვარ და ვცდილობ იმ მიზანს მივაკვლიო რისთვისაც ამ დაწყევლილ დედამიწაზე მოვხვდი...

4
17
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
17
  
2012, 30 აგვისტო, 23:15
მაგარია... მე ამდენს ვერ დავწერდი
2012, 18 აგვისტო, 12:57
: ))
2012, 18 აგვისტო, 11:37
აუუ მალადეეც რა+100000000000000000000000000000000000
0 1 4