სხვა საკუთარი არსის ძიებაში (კიდევ ერთი აღსარება) 2012, 18 აგვისტო, 0:30 ![]() ხელები მეკუმშება, ისე ძლერად რომ ვგრძნობ როგორ მესობა ფრჩხილები კანში და მტკივა.. მერე..ხან ვმშვიდდები, თანაბრად ვსუნთქავ და მშვიდი ღიმილით ვფიქრობ, ვიყურები და ვგრძნობ რომ ბედნიერი ვარ, ხან კი სული მეხუთება, ვცოფდები, მინდა ჩემს სულს ჩემივე სხეული შემოვაგლიჯო.. ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მინდება გავქრე ყველას მეხსიერებიდან..ერთი უბრალო მიზეზის გამო-მეშინია..მეშინია რომ ჩემს მშობლებს, ახლობლებსა და მეგობრებს იმედებს ვერ გავუმართლებ..მე თითქმის ყველა დავივიწყე..გული გამიცივდა ყველას მიმართ იმისათვის რომ ერთი ადამიანი შემყვარებოდა..სიყვარული..დიახ, შემიყვარდა სიცოცხლეზე მეტად, მაგრამ რაც უფრო იზრდება ეს გრძნობა მის მიმართ, მით უფრო მცირდება სხვებისადმი და მეშინია..ერთ დღეს რომ მიმატოვოს, მაშინ?! მაშინ ვეღარავის დავადანაშაულებ და... (ოჰ, ნეტავ რა აზრი აქვს ამაზე ფიქრს?!) ჰო..მიყვარდა ღამე..ვოცნებობდი ხოლმე..ახლა კი მას შიშები მოაქვს.. კიდევ ერთხელ დამღალა სიცოცხლემ..ცხოვრებამ კი არა? საკუთარმა არსებობამ დამღალა.. ნეტავ მალე დამიბრუნდეს ის დრო.. ისევ მიხაროდეს დაღამება, ვოცნებობდე და გაღიმებულს მეძინებოდეს.. ახლა კი..ახლა ისევ საკუთარი არსის ძიებაში ვარ და ვცდილობ იმ მიზანს მივაკვლიო რისთვისაც ამ დაწყევლილ დედამიწაზე მოვხვდი... 17 5-ს მოსწონს 1-ს არა
|