x
რა ვიცით ეჭვიანობაზე?

მედიკოსები ეჭვიანობას იკვლევენ XIX საუკუნის დასაწყისიდან. ავადმყოფური ეჭვიანობა ერთ-ერთმა პირველმა აღწერა ფრანგმა მეცნიერმა ჟან ეტიენ დომინიკ ესკიროლმა. ეჭვიანობის უფრო საფუძვლიანად შესწავლა XX საუკუნეში დაიწყო.
დიდი ფრანგი მეცნიერი ანრი ეი ასე ახასიათებს ეჭვიანობას:
"ეს არის ავადმყოფური შეგრძნება დანაკარგისა, ეს არის ვნება, აღსავსე მრისხანებით, შიშით, ეს არის ტანჯვა, გამოწვეული და გამძაფრებული მეტოქის წარმოდგენით"image








თუ შევაჯამებთ ეჭვიანობის შესახებ არსებულ ყველა მონაცემს, საკითხი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ეჭვიანობა უმეტესად სასიყვარულო ურთიერთობას ეხება (ვისაც უყვარს, ის ეჭვიანობს) მაგრამ ეჭვიანობა შეიძლება გამოიწვიოს ქიშპობამაც. ეჭვიანობას მრავალი მიზეზი აქვს. მას საფუძვლად უდევს ძლიერი აგრესიული იმპულსები, რომლებიც ადამიანებს შორეული წინაპრებისგან გადმოეცათ და ყველა სულდგმულს ახასიათებს.
ეჭვიანობა არის ნორმალური და ავადმყოფური, მაგრამ განმასხვავებელი კრიტერიუმი ძალზედ პირობითია. "ეჭვიანობა-ეს არის სიძულვილის და სიყვარულის ნაერთი (სპინოზა)"
ავადმყოფური ეჭვიანობისას სიყვარულიც და სიძულვილიც პათოლოგიურია. ნორმალური ეროტიული ეჭვიანობა არის დარდი, გამოწვეული ნამდვილი ან სავარაუდო მეტოქის არსებობით, ეს არის ნდობის კრიზისი, სინდისისა და გულის სატანჯველი და არა გონების დაავადება, როგორც ბოდვითი ეჭვიანობის შემთხვევაში.
პათოლოგიური ეჭვიანობა დამოუკიდებელი ავადმყოფობა არარის, იგი ახასიათებს სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებას. ყველაზე ხშირად იგი დაკავშირებულია ალკოჰოლიზმთან.

0
112
შეფასება არ არის
ავტორი:ნენე_111
ნენე_111
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0