x
image
ირინა მ.
უცნაური "პომადის" მანიაკი, რომელსაც სურდა, რომ დაეკავებინათ
image

უილიამ ჰაირენსმა (მეტსახელად "პომადის მანიაკი"), რომელმაც სამი საშინელი მკვლელობა ჩაიდინა, ციხეში 65 წელი გაატარა. გასაოცარია, მაგრამ იგი პოლიციას ევედრებოდა, რომ მოეძებნათ და აეყვანათ, რადგან თვითონ შეჩერება უკვე აღარ შეეძლო.

ჰაირენსი 83 წლის გარდაიცვალა. მას მუდმივი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სიცოცხლის ბოლო დღეებიც ციხეში გაატარა. იგი თავის ჩვენებებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ პოლიციის სისასტიკის მსხვერპლი გახდა, დანაშაულის აღიარება კი აიძულეს.

უილიამ ჰერნსი დაიბადა აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში.

image

პირველად 13 წლის დააპატიმრეს პისტოლეტის ტარების გამო. ბინაში ჩხრეკის შედეგად კი სხვა იარაღიც აღმოუჩინეს. უილიამსმა მაშინ აღიარა, რომ მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 11 ქურდობაში და იგი ძნელად აღსაზრდელთა სკოლაში გაგზავნეს. მაგრამ გამოვიდა თუ არა, მალევე ისევ დააპატიმრეს ქურდობისთვის. ამჯერად 3 წელი მიუსაჯეს და პატიმრობის ეს წლები წმინდა ბედის აკადემიაში გაატარა, რომელსაც ბენედიქტელი ბერები მართავდნენ. იქ სწავლის პერიოდში მან იმდენად გამოიჩინა თავი, რომ დაარწმუნეს განაცხადი შეეტანა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სპეციალური პროგრამით სწავლაზე. მაშინ ჰაირენსი 16 წლის იყო. მისი განაცხადი დააკმაყოფილეს. სამწუხაროდ მშობლებმა სწავლის საფასურის გადახდა ვერ შესძლეს, ამიტომ უილიამსი დროებით სამსახურში მოეწყო და ისევ დაუბრუნდა ძველ "საქმეს".

სხვათაშორის უილიამსი ძალიან პოპულარული იყო გოგონებში. ჩიკაგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რივა ბერკოვიცი იხსენებს, რომ უილიამსთან ერთად სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა: "მე მახსენდება ჩვენს კლასში ყველაზე პოპულარული ბიჭი, რომელიც ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და კარგი მოცეკვავე იყო. ჩვენ ყველას გვინდოდა მასთან გვეცეკვა ფოქსტროტი, ტანგო ან ვალსი".

სამი სიკვდილი

მაშ ასე, ჩიკაგო შეძრა სამმა, ერთმანეთის მიყოლებით, მკვლელობამ.

პირველი მსხვერპლი-43 წლის ჟოზეფინა როსი. იგი საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, სხეული დასერილი ჰქონდა, ხელში კი მუქი ფერის თმა ჰქონდა ჩაბღუჯული. პოლიციის ვარაუდით, მისის როსთან ვიღაც შეიჭრა გაქურდვის მიზნით, მაგრამ დიასახლისმა მიუსწრო და ბოროტმოქმედმა იგი მოკლა. ფული და ძვირფასეულობა არ წაუღიათ.

მეორე მსხვერპლი-ფრენსის ბრაუნი. ეს მკვლელობა, პირველი მკვლელობიდან ნახევარი წლის შემდეგ მოხდა. ბრაუნიც გარდაცვლილი ნახეს თავის ბინაში. და ისევ ნივთებიდან არაფერია წაღებული. სამაგიეროდ მკვლელმა კედელზე პომადით წარწერა დატოვა: გევედრებით, დამიჭირეთ, სანამ კიდევ არ მოვკალი შემდეგი. თავს ვეღარ ვაკონტროლებ". პოლიციამ შეძლო კარის სახელურიდან თითის ანაბეჭდების აღება.

image

მესამე მსხვერპლი-ბინიდან დაკარგული 6 წლის გოგონა. გამტაცებელი ბავშვის სიცოცხლისთვის ოცი ათას დოლარს ითხოვდა. იგი რამდენიმეჯერ ელაპარაკა მშობლებს, მაგრამ ასეც არ თქვა, თუ სად უნდა მიეტანათ თანხა. ბოლოს პოლიციამ დააფიქსირა ტელეფინის ზარის წყარო... გოგონას ტანი, ფეხები და თავი კანალიზაციაში იპოვეს, ხელები კი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, მშობლების სახლიდან რამოდენიმე კვარტალში. პოლიციამ ძებნის შედეგად აღმოაჩინა სამრეცხაო, სადაც ბავშვი დაანაწევრეს.

გამოააშკარავეს თუ ვერა?

პოლიციამ 170 ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც სიცრუის დეტექტორზე დაჰკითხა. ჰაირენსის მიმართ გამოიყენეს ე.წ. "სიმართლის შრატი", რომელსაც დღეს აღარ იყენებენ, არა მხოლოდ ეთიკის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ეს ნივთიერება ჰალუცინაციებს იწვევს: ხალხი დარწმუნებით ლაპარაკობს სიმართლეს, სინამდვილეში კი ეს სიმართლე მათი წარმოსახვის ნაყოფია.

image

უილიამი 17 წლის იყო. შრატის ზემოქმედების ქვეშ, მან აღიარა, რომ ყველაფერში დამნაშავე ჯორჯია-მისიმეორე პიროვნება.

image

უილიამის ადვოკატებმა, მიხვდნენ რა, რომ წარმატებული დასასრულის შესაძლებლობა ნულს უტოლდებოდა, ურჩიეს მას ყველაფერი ეღიარებინა და წასულიყო სასამართლოსთან მორიგებაზე. ჰაირენსს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მას ვერ უშველა იმანაც, რომ ბოლოს თავისი ჩვენებები უარყო, იგი ამტკიცებდა, რომ პოლიციის სისასტიკის მსხვერპლი გახდა.


image

0
181
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0