x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
19 წლის წინ ანჯელინამ კამბოჯელი ბიჭუნა იშვილა. ნახეთ, როგორ გამოიყურება ახლა სელებრითის საყვარელი ვაჟი

image


ანჯელინა ჯოლი პირველად, დედა 2004 წელს გახდა. იმ პერიოდისთვის ცნობილი სელებრითი ქორწინებაში ბილი ბობ ტორნტონთან იმყოფებოდა, თუმცა ვარსკვლავურ წყვილს შვილები არ ჰყავდა. ენჯი სამშვიდობო მისიებში აქტიურად იყო ჩართული, სწორედ მორიგი ასეთი ვიზიტისას კამბოჯაში, პლანეტის ერთ - ერთმა ულამაზესმა ქალბატონმა, 7 თვის საოცარი ბიჭუნას - რატ ვიბოლის პირველივე დანახვისთანავე, მტკიცედ გადაწყვიტა - მას პატარა უნდა ეშვილა.


imageimageimageimage


ბილი ბობ ტორნტონმა პატარას მამობა წარმატებით შეითავსა, თუმცა მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ანჯელინა ბიჭუნას ერთადერთი მეურვე გახდა. მას შემდეგ, კი რაც ენჯის ცხოვრებაში ბრედ პიტი გამოჩნდა, მან პატარა მთელი გულით მიიღო და იდეალური მამის როლიც მოირგო, წყვილმა ბიჭუნას სახელი შეუცვალა და მას მედოქს ჯოლი პიტი უწოდა.


image


მართლია მსახიობი შვილის აღზრდაში ბევრს "სცოდავდა" და მას მეტისმეტად ათამამებდა, მაგრამ რაც ყველაზე მთავრია ბავშვი წლების განმავლობაში დიდ სიყვარულსა და მზრუნველობაში იზრდებოდა. მედოქსი 3 უცხო ენას ფლობს, უკრავს გიტარაზე და აქვს ყველასგან გამორჩეული, უნიკალური სტილი. ვარსკვლავური მშობლების მსგავსად აღმერთებს კინოსა და ზოგჯერ გადაღებებზე დედასაც კი ეხმარება.


imageimage


მშობლების განქორწინების რთული პროცესის დროს მედოქსმა დედის მხარე დაიკავა. მსახიობი მას ენდობა, სწორედ უფროს შვილს უწოდებს ენჯი თავის საუკეთესო მეგობარს, რომელთანაც სრული ურთიერთგაგება და იდილია აქვს. რთული დასაჯერებელია, რომ მედოქსი უკვე 19 წლის არის. ის დღესდღეობით, კორეის უნივერსიტეტში ბიოინჟინერიას ეუფლება.


image


როგორც ამბობენ ცნობილმა სელებრითმა უკვე ანდერძიც კი შეადგინა და საკუთარი ქონების უმეტესი ნაწილი სწორედ თავის საყვარელ მედოქსს დაუტოვა. სამწუხაროდ, უფროსი ვაჟის ურთიერთობა მამასთან ვერ აეწყო, ვინაიდან შვილმა ვერ შეძლო ბრედისთვის ის გულისტკენა ეპატიებინა რაც მან დედამისს მიაყენა.


image




0
1338
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1338