x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მარადიული ახალგაზრდობის 15 საიდუმლო, ჯენიფერ ლოპესის კოსმეტოლოგ–დერმატოლოგისგან

ამერიკელ ექიმ–დერმატოლოგს ჰაროლდ ლანსერს თავის სახეს ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, სკარლეტ იოჰანსონი და ბევრი სხვა ვარსკვლავი და ცნობილი ადამიანი ანდობს.


image


ხოლო აქ, თავის მოვლის 15 მთავარ რეკომენდაციას გთავაზობთ, აშშ-ში ყველაზე ცნობილი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგისგან:


1. მოასწარით 60 წამში


წაისვით დამანოტიავებელი საშუალება დაბანვისთანავე, რადგან 60 წამის შემდეგ, სხეულზე დარჩენილი წყლის თხელი აპკი ორთქლდება და კანი ტენის დაკარგვას დაიწყებს.


2. ეპილაციის წინ, ნუ მიიღებთ ალკოჰოლს


ჭიქა ღინიო, ან კოქტეილი, ეპილაციის პროცესი უფრო მტკივნეულს და ნაკლებად ეფექტურს გახდის.


3. კბილს კბილზე, ნუ დააჭერთ


კბილების ერთმანეთზე დაჭერას, 3 უარყოფითი შედეგი მოჰყვება: ფუჭდება კბილის ემალი, პირის კუთხებში ნაოჭები ჩნდება და სახის ოვალი ფუჭდება. იმ შემთხვევაში, თუ ძილში კბილებს აკრაჭუნებთ, ძილის წინ, პირში სპეციალური სილიკონის «კაპა» ჩაიდეთ. ისეთი, მოკრივეებს რომ აქვთ, მაგრამ უფრო რბილი. ამ შემთხვევაში, კრაჭუნის მავნე ჩვევა, დროთა განმავლობაში, გაქრება! ასევე, არ არის რეკომენდირებული სელფის გადაღებისას, ტუჩების კოცნის მდგომარეობაში დაფიქსირება.



4. აუზში ან ზღვაში ჩასვლის წინ, თმა დაისველეთ


ვიდერ ქლორიან აუზში ან მარილიან ზღვაში ჩახვალთ, თმა სასმელი წყლით დაისველეთ. ის შეავსებს ადგილს თმის ღეროს შრეებსშორის და მასში ქლორი და ზღვის მარილი ვეღარ შეაღწევს.


5. არაჟანი უკეთესია, ვიდრე კრემი რუჯის შემდეგ


არაჟანი საკმარისი რაოდენობის ცხიმებს შეიცავს, საიმისოდ რომ კანი დაარბილოს. მასში არსებული რძემჟავის კომპონენტი აგრილებს და ამშვიდებს კანს და არანაირ ალერგიას არ იწვევს! წაისვით, გაიჩერიეთ 20−30 წთ. და დაიბანეთ გრილი ან ცივი წყლით.


6. ნუ გამოიყენებთ ბამბის დისკებს


ტონალური კრემი თითით დაიტანეტ. ასე მხოლოდ კოსმეტიკური საშუალების ეკონომიას კი არა, მისი მოქმედების ეფექტსაც გააძლიერებთ. ყველა სახის ბამბა, ღრუბელივით არის და იმაზე მეტს იწოვს, ვიდრე უკან აბრუნებს. ამიტომ, კოსმეტიკის გარკვეული ნაწილი იკარგება. ეს სახის ტონიკსაც ეხება: საკმარისია ერთი წვეთი დაიწვეთოთ ხელის გულზე და სახე ისე დაიბანოთ.


7. ყოველთვის ისარგებლეთ პრაიმერით (მაკიაჟის ბაზა)


ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, ნეიტრალური ბაზა კანის გამოშრობისგან დაიცავს, რომელიც სხვადასხვა სახის ტონალურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს. ხოლო, თუ კანი ცხიმიანია, ბაზა ფორებს დაიცავს, მასში კრემის ნაწილაკების მოხვედრისგან და სახეზე გამონაყარის გაჩენის რისკი შემცირდება.


8. პირი ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით დაიბანეთ


რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიურ კოსმეტიკურ რიტუალად არ უნდა გადაიქცეს. მაგრამ, თუ სახის კანი გაღიზიანებული გაქვთ და სპეციალური სამკურნალო საშუალება ხელთ არა გაქვთ — პირი შამპონით დაიბანეთ. ქერტლის საწინააღმდეგო შამპონის შემადგენლობაში თუთიის პირიტიონი შედის, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ანთების საწინააღმდეგოდ.
პრობლემური კანის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, შამპუნით სახის დაბანა კვირაში ერთხელ შეიძლება.


9. მშრალად გაიპარსეთ


ქალბატონების უმრავლესობა, ფეხებს ყოველთვის სველ მდგომარეობაში იპარსავს. ბევრად უფრო ეფექტურია, კარგად გამშრალი, ოდნავ დაჭიმული კანის ფრთხილად გაპარსვა. ხოლო შემდეგ, კრემის დატანა. ასეთ შემთხვევაში, კანი ნაკლებად გაღიზიანდება და ბეწვი აღარ ჩაბრუნდება.


10. თმა სოდით დაიბანეთ


თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყავით, და თმის ვარცხნილობის გაკეთების დროს, სხვადასხვა სახის გელი და ლაკი გამოიყენეთ, თმის დაბანისას, ჩვეულებრივი დაბანის საშუალებები, შესაძლებელია, საკმარისი არ აღმოჩნდეს. ამიტომ, შამპუნს 1 კოვზი საკვები სოდია დაამატეთ და ისე წაისვით თმაზე. ის მთლიანად მოგაცილებთ, ვარცხნილობის გაკეთებისას გამოყენებული საშუალებების ნარჩენებს და თმას ბუნებრივ სახეს დაუბრუნებს.


11. კბილები საუზმემდე გაიხეხეთ


ამ შემთხვევაში, ღამის განმავლობაში, კბილებზე დაგროვილი ბაქტერიების ნადები ორგანიზმში არ მოხვდება. სახის კანი, ვინც კბილებს საუზმემდე იხეხავს, ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მათი, – ვინც ამას საუზმის შემდეგ აკეთებს.


12. წყალი ყოველთვის ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს


შეეცადეთ სასმელად და დასაბანად გამოიყენოთ ოდნავ თბილი წყალი. მეტისმეტად ცხელი ან ცივი წყალი სახის კანს აუწყლოებს, რაც თავის მხრივ, მის სიმშრალეს და დაჭიმულობის შეგრძნებას იწვევს. ასეთ რეჟიმზე გადასვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ კანისთვის, ოპტიმალური, სწორედ ოთახის ტემპერატურის წყალი არის.


13. ნუ შეიძენთ ტონალურ კრემს SPF-ს შემცველობით


თუ ყოველდღიურად სარგებლობთ მზის დამცავი კრემით, რომელიც SPF-ს შეიცავს, ან ეს ნივთიერება შედის თქვენი დღის კრემის შემადგენლობაში, მაშინ ნუ შეიძენთ ტონალურ კრემს იგივე ნივთიერების შემადგენლობით. ის კრემის ტექსტურას კიდევ უფრო გაასქელებს, რაც დიდი დატვირთვა იქნება კანისთვის.
იდეალური ვარიანტია — ВВ ან СС-კრემი: მოვლა, დატენიანება და შენიღბვა.


14. კანის მოვლის არსენალში აუცილებლად ჩართეთ ქოქოსის კოსმეტიკური ზეთი (კარაქი)


ქოქოსის ზეთი მართლაც რომ საოცარი კოსმეტიკური საშუალებაა. გარდა იმისა, რომ ის ყველა ტიპის კანს ძალიან უხდება — მისი გამოყენება როგორც სახის ნიღბის, ისე ტანის და ფრჩხილების კრემის სახით შეიძლება. ქოქოსის ზეთი დაზიანებული თმის აღდგენის და კვების საუკეთესო საშუალებაა.


15. მოაწყეთ მაკიაჟისგან განტვირთვის დღე


მხოლოდ დატენიანება, კვება და დაცვა. ასეთი დღეების მოწყობა, თუნდაც, კვირაში ერთხელ, სახის კანის დასვენება–აღდგენისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა.

imageimage
არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. ყველაზე საინტერესო ფაქტები ჯინსების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის
2. «მესამე სქესი» არ არსებობს.... არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დიაგნოზი უკვე ცნობილია
4. ფეხსაცმელი კომფორტული რომ იყოს... მისი შეძენის 5 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
4. მამამ ქალიშვილის ცრემლებზე მომგებიანი ბიზნესი «ააგორა»
5. ისტორიაში შესული ყველაზე ცნობილი მეძავი ქალები

6. «საუბარი მუმიასთან» და «საიდუმლო ცოდნა», რომელიც ნაპოლეონმა ეგვიპტეში მიიღო


0
81
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0