x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138423
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ვარსკვლავები,რომლებიც ქმრებს ქალწულები ჩაბარდნენ
image



ბიონსე



ბიონსენს და მის მომავალ მეუღლეს ჯეი ზის შორის რომანი მაშინ დაიწყო როდესაც ბიონსე 21 წლის იყო. მანამდე მომავალი პოპ-ვარსკვლავი მთელი 7 წლის განმავლობაში - 12-დან 19 წლამდე ხვდებოდა ბიჭს, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად, როგორც ბიონსემ თავად აღიარა, ამ ბიჭთან არასოდეს გადაცდენია ზღვარს.

image


ჯესიკა სიმპსონი


2002 წელს მომღერალმა იქორწინა მუსიკოს ნიკ ლასესთან, ხოლო ქორწილისთანავე, წყვილი გახდა რეალიტი შოუს "Newlyweds" - ის გმირები. აქვე გაირკვა, რომ 22 წლის მომღერალი ქორწილის ღამეს დაემშვიდობა ქალწულობას .

ჯესიკა იზრდებოდა მღვდლის ოჯახში, ხოლო მამამისის დარიგებები მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო (თუმცა, მომღერლის უმცროსი დისთვიის, ეშლი სიმპსონისთვის უბიწოება არც ისე მნიშვნელოვანი იყო).

image

ადრიანა ლიმა


სექსუალური მოდელი და Victoria's Secret-ის "ანგელოზი" ორ საკითხს უდგებოდა სერიოზულად : სამოდელო კარიერა და ქრისტიანობა. ლიმა მორწმუნე, ერთგული კათოლიკეა და მისი "ქორწილამდე უბიწოება" მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. თავად ლენი კრავიცმა ვერ შეძლო ლამაზმანის შეაცდინა! მუსიკოსი ადრიანა ლიმაზე დანიშნული იყო 2002 წელს, თუმცა საქმე ქორწილამდე აღარ მივიდა.

ადრიანამ ქალწულობა დაკარგა წმ.ვალენტინობაზე, 2009 წელს, ქორწილის დღეს კალათბურთელ მარკო იარიჩთან. მაშინ ლიმა 27 წლის იყო.

image

სელინ დიონი


მომღერალი სელინ დიონი და პროდიუსერი რენე ანჟელინა 35 წლის განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს, მომღერალი 12 წლის იყო, როდესაც მასთან მოსმენაზე მივიდა, პროდიუსერმა მასში ტალანტი დაინახა და სერიოზულად მოჰკიდა ხელი, დაუქირავა საუკეთესო ვოკალის პედაგოგები თუ ქორეოგრაფები და ჩაუწერა პირველი ალბომიც, ეს ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდა, როდესაც სელინი 19 წლის იყო, ხოლო პროდიუსერი 45 წლის, დაინიშნენ და შემდეგ დაქორწინდნენ, ცხოვრობდნენ ერთად 20 წელზე მეტი, რენეს სიკვდილამდე(2016 წ)


image
ლიზა კუდროუ



"მეგობრების" ვარსკვლავის, ლიზა კუდროუ ცხოვრებაში პირველი და ერთადერთი მამაკაცი იყო მისი მეუღლე, რეკლამის სპეციალისტი მიშელ შტერნი, რომელთანაც მსახიობი დაქორწინდა, როდესაც იყო ... 32 წლის! მართალია, ლიზა არ ამტკიცებს, რომ იგი მხოლოდ ქორწილს ელოდებოდა, რომ ქალწულობა დაეკარგა, თუმცა აღნიშნავს, ეს მოხდა მაშინ, როდესაც ორივე დარწმუნდა, რომ ერთად ცხოვრება და საერთო მომავალი უნდა შეექმნათ სამი წლის შემდეგ, ამ წყვილს ვაჟი, ჯულიანი შეეძინათ და მსახიობმა ორსულობა სერია "მეგობრებში ითამაშა: მისი პერსონაჟი ფობი სუროგატი დედის როლს თამაშობს საკუთარი ძმის, ფრენკისთვის, რადგან მისი მეუღლე ვერ დაორსულდა.


















0
1111
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0