x
image
beko777
Mediator image
რუსთავში ბესო ჩუბინიძის სამაჟორიტარო შტაბი გაიხსნა
image

4 აგვისტოს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, „ქრთული ფესვების“ ქალაქ რუსთავის, მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბესიკ ჩუბინიძემ საარჩევნო შტაბი გახსნა, რომელმაც მიმართვაში აღნიშნა. რომ თავის მშობლიურ ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირ N 2-ში მდებარე მისი ოფისის კარი, საარჩევნო კომპანიის დაწყებისთანავე ყოველთვის ღია იქნება რუსთაველებისთვის, რომლებსაც თავისუფლად შეეძლებათ, საკუთარი აზრები, რჩევები თუ სურვილები გაუზიარონ მაჟორიტარობის ჟურნალისტ კანდიდატს.


როგორც ჩუბინიძემ აღნიშნა, „ქართული ფესვების“ პოლიტიკა იმითაც იქნება განსხვავებული სხვა პარტიებისგან, რომ ისინი არ აპირებენ კონკურენტი პარტიების ლანძღვას, რადგანაც - აფხაზეთის ომში, ბრძოლის დროს ვისწავლე, რომ მტრის სწორი შეფასება და დაფასება, ბრძოლის მოგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა’.


პანდემიის შედეგად დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, ცერემონიამ ზედმეტი პომპეზურობის გარეშე ჩაიარა, თუმცა საქართველოს ღირსეული და დასაფასებელი ადამიანები, სპონტანურად დანიშნულ ღონისძიებას მრავლად დაესწრნენ - ბესო კალანდაძე, გეგე სულხანიშვილი, ნუგზარ კვაშალი და სხვანი. შტაბის გახსნის დაგეგმილი არაპომპეზურობა არ გამოჰპარვიათ ლურჯი და წითელი პარტიების „ტროლ ქომაგებს“, თუკი მათ ასეთ აქტიურობას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია თამამად ავღნიშნოთ, რომ დღესდღეობით „პოლიტიკურ ბაზარზე“ ორი მთავარი პარტია ღირსეულ და საშიშ კონკურენტად აღიქვამს „ქართული ფესვების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატ ბესიკ ჩუბინიძეს, რომელმაც უკვე სერიოზული სადარდებელი გაუჩინა ქვეყნის ინტერესებით მოვაჭრე სახე და სახელმოჭმულ პოლიტიკოსებს. არც არის გასაკვირი, რადგანაც თუკი ჩუბინიძის ბიოგრაფიას, განვლილ ცხოვრებასა და მოღვაწეობას გადავავლებთ თვალს, დანამდვილებით შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა კანდიდატი, რომელშიც ხალხმა მომავლის, ღირსების, ქართული ღირებულებების, ტრადიციებისა, იმედის დამცველი აღმოაჩინა.


პლიტიკური პარტიების სიმრავლის მიუხედავად, ქართველი ამომრჩეველი არაა განებივრებული ღირსეული კანდიდატების სიმრავლით. ამიტომ, თავს უფლებას მივცემთ პატარა რჩევა გავუზიაროთ მკითხველს: - სანამ ადამიანისთვის ტალახის სროლას და ლანძღვა-გინებას დაიწყებთ, სულ მცირე მის განვლილ ცხოვრებას, მოღვაწეობას გადაავლოთ უნდა თვალი. მითუმეტეს, ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ ადამიანზე მოვიძიოთ ნებისმიერი ინფორმაცია.
როგორი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები? პროგნოზები ჯერ ნაადრევია, თუმცა ერთის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, წინ საინტერესო და დაძაბული არჩევნები გველოდება, სადაც ერთ-ერთი წამყვანი როლი არა ადამიანთა ღირსეულ მდგომარეობას, არამედ - ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლების, ფეიკ-გვერდების და ტროლ-სააგენტოების ვირტუალურ „მეომართა“ არმიას ენიჭება, რაც თავის მხრივ თავშივე დამღუპველია ქვეყნის მომავლისათვის.

imageimageimage


0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0