x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ არის სამი ტყუპის დედა,რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა
image


გაიცანით სარა გილბერტი- ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა. როგორ მოახერხა სამი ადამიანის დედამ წარმატებული სამეცნიერო კარიერის შექმნა და როგორ ახერხებს გასწვდეს ერთდროულად სახლს და სამსახურს?


”ჩვენ ძალიან სწრაფად, ძალიან სწრაფად უნდა ვიმუშავოთ”, - ამბობს პროფესორი სარა გილბერტი BBC– სთან ინტერვიუში.

მან კარგად იცის, რომ ყოყმანის დრო არ არის - მკვლევართა გუნდთან ერთად, გილბერტი ვაქცინის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაზე მუშაობს, რომელმაც უნდა დაასრულოს სასიკვდილო კოროვირუსული პანდემია, რომლის შედეგად 630 ათასი ადამიანი დაიღუპა მთელ მსოფლიოში.



პროფესორის კვლევის ჯგუფში შედის 300 ადამიანი. მათ ვაქცინის შემუშავების ეტაპები 4 თვეში გაიარეს, არა და ჩვეულებრივ, ზოგიერთი ვაქცინის დამზადებას ხუთი წელიწადი მაინც სჭირდება.


პირველი შედეგები დამაიმედებელი იყო, როდესაც მოხალისეებში კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა წარმოქმნის იმუნურ პასუხს და აკმაყოფილებს უსაფრთხოების კრიტერიუმებს.


მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის მასიური წარმოება სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება, მაგრამ, "როგორც ჩანს, როგორც არასდროს, ვიდრე ოდესმე, ახლოს ვართ მოსახლეობის მასობრივ იმუნიზაციაზე."

ამჟამად მსოფლიოში 22 ვაქცინა გადის კლინიკურ კვლევებს, ხოლო დანარჩენი 100-ი განვითარების ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდს უაღრესად კონკურენტულ გარემოში უწევს მუშაობა.


პროფესორი სარა გილბერტი ვაქცინის პროექტის ერთ-ერთი ლიდერია. ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca- სთან ერთად, მისმა გუნდმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ჩაატარა კლინიკური კვლევები 1, 077 მოხალისეზე.



მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინა წარმოქმნის ძლიერ იმუნურ რეაქციას, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, T- ლიმფოციტებს და შედეგად ანადგურებენ ინფექციას, რაც იმას ნიშნავს, კლინიკური კვლევები წარმატებულია, სარა გილბერტმა მეორე დილით ცნობილ ადამიანად გაიღვიძა.მისზე წერდა, არა მარტო ბრიტანული, არამედ მსოფლიო მედია.



მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, შეუძლია თუ არა ამ ვაქცინას ადამიანის სრულად დაცვა Covid-19– ით ინფექციისგან, ოქსფორდის ლაბორატორიის შედეგებს შეიძლება ეწოდოს დიდი იმედის მომცემი . ამჟამად უფრო მასშტაბური კვლევები სრული ტემპით მიმდინარეობს.

image

სარა გილბერტმა ყოველთვის იცოდა, რომ სურდა სამედიცინო სფეროში მუშაობა, მაგრამ მან არ იცოდა საიდან დაეწყო.


მან ბიოლოგის ხარისხი აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში მიIღო, შემდეგ კი დოქტორანტურის ხარისხი დაიცვა ბიოქიმიაში.


ამის შემდეგ იგი ბიოტექნოლოგიის სფეროში მუშაობდა, სადაც შეისწავლა წამლების წარმოება.


1994 წელს სარა გილბერტი ოქსფორდის უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე მიიღრეს, სადაც იგი ეწეოდა გენეტიკურ კვლევებს, პარაზიტების შესწავლას და მალარიასთან ბრძოლის მეტოდებს. მიღებული ცოდნით და გამოცდილებით, გილბერტმა საბოლოოდ შეძლო ვაქცინის შემუშავება.

1998 წელს სარა გილბერტმა სამი ტყუპი გააჩინა. ხოლო ერთი წლის შემდეგ, მან უნივერსიტეტში დაიწყო პედაგოგად მუშაობა.

image

”ძალიან რთული იყო სამუშაოსა და ოჯახის შეხამება.მხარში ამოდგომის და დახმარების გარეშე ეს თითქმის შეუძლებელი იყო. სამი შვილი მყავდა, ბაგა-ბაღი უფრო ძვირი ჯდებოდა და ჩემს ხელფასით შეუძლებელი იყო იმის დაფარვა"-იხსნებს სარა.


ბავშვების მამამ გადაწყვიტა შეჩერებულიყო მისი კარიერა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა დედა ბავშვებთან ყოფილიყო, მაგრამ ზოგჯერ ეს ძალიან რთული იყო, იხსენებს სარა.


”დეკრეტული შვებულება თითქმის ერთ თვეზე მეტი მქონდა. მე უნდა მეზრუნა სამ უდღეურ ახალშობილზე. ეს დიდი სტრესი იყო, ” - აღიარებს იგი.


2004 წელს სარა გილბერტი დოცენტი გახდა და სამი წლის შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაცია Wellcome Trust–თან ერთად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო, რომლის მეშვეობითაც მან შეძლო საკუთარი მეცნიერ მკვლევართა ჯგუფის შექმნა.

image

ამჟამად სარა ლაბორატორიის ხელმძღვანელია, მისი ტყუპები კი წამოიზარდნენ და უკვე 21 წლისანი არიან, ისინიც ასევე, როგორც დედამისი, ბიოქიმიით არიან დაინტერესებულები, როდესაც გამოცხადდა, რომ Covid-19-ის ვაქცინისთის მოახალისეები სჭირდებოდათ, სარას შვილები უმალ ჩაეწერნენ მოხალისეთა სიაში.

image

”ჩვენი უნივერსიტეტი ცდილობს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და ეს უნდა გაკეთდეს მაქსიმალურ მასშტაბებში”, - ამბობს სარა.


”ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის. ვაქცინა უნდა დავამზადოთ მთელი მსოფლიოსთვის”, - დასძინა მან.


აღსანიშანავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს და ერთ-ერთი სწორედ ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფის შემუშავებული ვაქცინაა, რომელსაც ქალბატონი სარა ხემძღვანელობს.ასე. რომ წარმატების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში დიდი ალბათობით სწორედ ბრიტანული ვაქცინა იქნება შემოტანილი.


0
248
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0