x
image
არჩილ ვერულიძე
ინჟინერ იპატიევის სახლი - სამეფო ოჯახის დაღუპვის ადგილი
image

1906 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, სამხედრო ინჟინერმა, შტაბის კაპიტანმა ნიკოლაი ნიკოლაევიჩ იპატიევმა გადაწყვიტა დასახლებულიყო ეკატერინბურგში, სადაც ორი წლის შემდეგ საკუთარი სახლი შეიძინა.


სახლი მდებარეობდა ქალაქის ცენტრში; იგი აშენდა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის, სახლმა უკვე შეიცვალა რამდენიმე მფლობელი, თავდაპირველად იგი ეკუთვნოდა ცნობილ გეოლოგ ივან ივანოვიჩ რედკოცევს, შემდეგ კი ოქროზე მომუშავე შარავიევმა შეიძინა. რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩენის შემდეგ შარავიევმა სახლი ნიკოლაი ნიკოლაევიჩ იპატიევს მიჰყიდა.


ამ დროისთვის, პენსიაზე წასულმა კაპიტანმა იპატიევმა საკუთარი საქმე წამოიწყო: დაიწყო ხელშეკრულებების გაფორმება სარკინიგზო გზის მშენებლობისთვის. იპატიევის ოჯახი მეორე სართულზე ცხოვრობდა, პირველზე კი კანტორა განთავსდა. ინჟინერმა სახლში ექვსი ათასი რუბლი გადაიხადა, ეს ამათ ღირდა: ქალაქის ცენტრი, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ტელეფონი, ელექტროენერგია. ნიკოლაი ნიკოლაევიჩს შეეძლო საკუთარი თავისთვის ასეთი ფუფუნების უფლება მიეცა, მისი პროფესიონალური თვისებები ძალიან ღირებული იყო, ამიტომ შეკვეთების დეფიციტს არ განიცდიდა. 1910 წელს, პერმის - ეკატერინბურგის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, იპატიევი დააჯილდოეს ოქროს სამახსოვრო ჟეტონით.



იპატიევის ოჯახის მშვიდობიანი ცხოვრება დასრულდა 1918 წლის გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს სახლი "ურალის საბჭოს" გადაწვეტილებით რეკვიზირებული იქნა, ხოლო მეპატრონეებს დაევალათ მისი განთავისუფლება 24 საათის განმავლობაში. მოკლე ვადაში სახლის გარშემო აღმართულ იქნა მაღალი ღობე, ხოლო 30 აპრილს ყოფილი იმპერატორი ნიკოლოზ II ჩამოიყვანეს აქ მეუღლესთან ალექსანდრა ფიოდოროვნასა და ქალიშვილ მარიასთან ერთად. 23 მაისს, სამეფო წყვილის დანარჩენი შვილები მსახურთთან ერთად ჩამოიყვანეს ეკატერინბურგში, სამეფო ოჯახმა ცხოვრების ბოლო დღეები აქ გაატარა.


ტრაგედია გატრიალდა 16-17 ივლისის ღამეს 1:30 წუთზე. არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ მონარქისტები სამეფო ოჯახის განთავისუფლებას ეცდებოდნენ. გადაწყდა იმპერატორის ოჯახის ლიკვიდაცია.იპატიევის სახლის სარდაფში დახვრიტეს: ყოფილი იმპერატორი ნიკოლოზ II, მისი ცოლი ალექსანდრა ფიოდოროვნა, შვილები ოლგა, ტატიანა, მარია, ანასტასია, ალექსეი. გარდა ამისა მიცვალებუთა შორის აღმოჩნდენ ისინიც, ვინც არ მიატოვა იმპერატორის ოჯახი: მედიკოსი ევგენი ბოტკინი, მზარეული ივანე ხარიტონოვი, პირადი მსახური ალექსეი ტრაპი და მოახლე ანა დემიდოვა. დაღუპულთა ცხედრები გაიტანეს ქალაქგარეთ გადაასხეს გოგირდმჟავა და დაწვეს.


საინტერესო დამთხვევა - 1613 წელს მიხეილ რომანოვი გამოაცხადეს რუსეთის ტახტის მფლობელად, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა იპატიევის მონასტერში კოსტრომის მახლობლად.რომანოვების დინასტიიდან ბოლო იმპერატორის სიცოცხლე დასრულდა ეკატერინბურგში, ინჟინერ იპატიევის სახლში. რომანოვები მართავდნენ რუსეთს 304 წლის მანძილზე.


რამდენიმე დღის შემდეგ, სახლის გასაღებები კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს, მაგრამ იპატიევმა ვერ გამედა იქ დაბრუნება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი დარჩა ეკატერინბურგში და რომანოვების სიკვდილის შემდეგ მუშაობდა თერებდთან. წითელი არმიის გამარჯვების შემდეგ, იპატიევი წავიდა ემიგრაციაში და ცხოვრობდა პრაღაში თითქმის ოცი წლის მანძილზე. იქვე გარდაიცვალა, დაკრძალეს ოლშანსკის სასაფლაოზე.


ჩეხოსლოვაკიაში, იპატიევს ხშირად უსვამდნენ კითხვას - შესაძლებელია თუ არა, რომ ვინმე მაინც გადარჩენილიყო სამეფო ოჯახიდან? ნიკოლაი ნიკოლაევიჩის პასუხი ყოველთვის ცალსახა იყო - ვერავინ შეძლო თავის დაღწევა, ყველა რომანოვი დახვრეტილ იქნა. ამის მიუხედავად, ხშირად ჩნდებოდნენ თვითმარქქვიები, რომლებიც ნიკოლაი მეორის, სასწაულებრივად გადარჩენილ, შვილად ასაღებდნენ თავს.


იპატიევის სახლი კი რჩებოდა თავის ადგილზე კიდევ დაახლოებით60 წლის განმავლობაში. 1923 წელს მასში განთავსდა რეგიონალური პარტიის არქივი და რევოლუციის მუზეუმის ურალის ფილიალი. გასაკუთრებულ ყურადღებას ვიზიტორებში იპყრობდა სარდაფი, სადაც რომანოვებმა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარეს. კედელი, რომელთანაც იპატიევის სახლის ტყვეები დახვრიტეს, დანგრეულ იქნა თეთრი გვარდიის მიერ, მოგვიანებით მოხდა კედლის რესტავრაცია. დიდი სამამულო ომის დროს აქ ინახებოდა ექსპონატები, რომელთა ერმიტაჟიდან გატანა მოხერდა.


ომის დასრულების შემდეგ იპატიევის სახლში განთავსებული იყო სხვადასხვა დაწესებულება, 974 წელს შენობამ მიიღო ღირსშესანიშნაობის სტატუსი. ბედის ირონიით, შენობა რამდენიმე წლის შემდეგ დაანგრიეს.რეგიონში გამოითქვა აზრი, რომ ზოგიერთები უფრო მეტად ინტერესდებიან სახლით არა მხოლოდ როგორც ისტორიული ძეგლით. მაგალითად, ადამიანები პირჯვარს იწერდნენ სახლის წინ გავლისას, მოჰქონდათ სანთლები და ა.შ.


უკვე 1975 წელს, ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ სახლი უნდა დანგრეულიყო. 1977 წლის სექტემბერში სახლი ორ დღეში დაანგრიეს. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ის ხელს უშლიდა ქალაქ სვერდლოვსკის ინფრასტრუქტურის განვითარებას. .. ბორის ელცინი, რომელიც იმ დროს იყო სვერდლოვსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობზე, თავის მოგონებებში წერს, რომ იგი მშვიდად შეხვდა ამ ფაქტს, მითუმეტეს რომ მას არ შეეძლო მოსკოვის გადაწყვეტილების შეცვლა.


0
94
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0