შოუბიზნესი ცნობილების საიდუმლოებს მათი მოსამსახურეები გვიმხელენ 2020, 1 აგვისტო, 10:30 ეკრანებიდან და ჟურნალებიდან ცნობილები წარმოუდგენლად იდეალურად გვევლინებიან, თუმცა სინამდვილეში სწორედ ისეთი ადამიანები არიან, როგორებიც ჩვენ ვართ. უბრალოდ კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ თავის მოვლაში, რომ კამერების წინ უბადლოდ გამოიყურებოდნენ, შინ კი აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ. მათაც აქვთ გარკვეული თავისებურებები, რომლებსაც მათი მოსამსახურეები, პირადი ასისტენტები თუ ძიძები გვიმხელენ. ბევრმა მათგანმა (ცნობილების სახლებში დასაქმებულებმა) ვერ გაუძლეს ცნობილების მკაცრ მოთხოვნებსა და ახირებებს და დატოვეს სამსახური.
მოდით, ვნახოთ თუ რა უცნაური ახირებები აქვთ ჩვენს კუმირ ვარსკვლავებს. 1. ლედი გაგა მოსამსახურეს აიძულებს გაუთბოს მას საწოლი. ლედი გაგას ყოფილი პირადი ასისტენტი ჯენიფერ ონილი იხსენებს ჟურნალისტებთან თუ როგორ აიძულებდა მას გაგა ჩაეთბო მასთან ერთად მისი საწოლი. თუ როგორ აღვიძებდა შუა ღამისას ფილმის ჩასართავად. სწორედ ჯენიფერს უნდა ჩაერეცხა უნიტაზი გაგას მოსაქმების შემდეგ. 2. მადონა მოსამსახურეებს აიძულებდა დიეტაზე ყოფნას. მადონა შეპყრობილია მაკრობიოტიკური საკვებით და აიძულებს სახლში ყველას, რომ დაიცვას მკაცრი დიეტა. გარდა ამისა, ის მათ თითქმის უძილოს ტოვებს, რადგან ღამეში ექვსჯერ აიძულებს მათ წყლის მიტანას. ხელფასის გადახდაში კი როგორც თავად ამბობენ, ის ძუნწია. იმის ნახევარს უხდის მათ, ვიდრე მისი კოლეგები თავიანთ დამხმარეებს. 3. მერაია ქერი თავის დამხმარეს აიძულებს მას ყველაფერი მხოლოდ საწრუპი ჩხირის საშუალებით ასვას. როგორც თავად ამბობს მისი დამხმარე, მერაიასთან მუშაობა მარტივი სულაც არ არის. მას მოსწონს გაზიანი თუ სხვა სასმელების სმა საწრუპი ჩხირით, ამიტომ, სანამ ის სვამს, ვიღაცას ხელში უნდა ეჭიროს ქილა თუ ჭიქა. გადა ამისა, მას შეუძლია მოსთხოვოს დამხმარეს ფეხსაცმელი გახადოს, შემდეგ კი ისევ ჩააცვას. ყოველთვის იაროს მის უკან, ღომ შემთხვევით თუ ფეხი გადაუბრუნდა, მან დაიჭიროს და იხსნას დაცემისგან. თავისი ტყუპი ბავშვების ძიძა კი მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ ბავშვები მას ძალიან მიეჩვივნენ და ვეღარ იგებდნენ დედა რომელი იყო. 4. კრისტიან ბეილი სთხოვდა თანაშემწეს რომ ესუნა მისი იღლიისთვის. არც მამრ ვარსკვლავებთან ცხოვრება და მუშაობაა ადვილი. ყველასათვის კარგად ნაცნობი მსახიობი კრისტიან ბეილის ასისტენტი ჰარისონ ჩუნი პრესას უყვება, თუ როგორი რთული იყო მის სახლში მუშაობა, რადგან ის მსახიობის ხუთ შინაურ ცხოველს უვლიდა და გარდა ამისა, როდესაც ბეილი წითელ ხალიჩაზე აპირებდა შებიჯებას, სწორედ მას სთხოვდა ესუნა მისი იღლიისთვის და ემცნო დეოდორანტის გარდა სხვა სუნი თუ იგრძნობოდა. 5. რაიან გოსლინგი ეპილაციაზე დამოკიდებულია. მისი სახლთუხუცესის თქმით, რაიანი დამოკიდებულია ეპილაციაზე, საშინლად ვერ იტანს ვერანაირ თმას სხეულზე და ამიტომ იცილებს მას მთელი სხეულიდან. 6. შარლიზ ტერონი უკრძალავს მოსამსახურებს, რომ უყურონ მას. შარლიზს აბსოლუტურად უცნაური ჩვევა აქვს. როდესაც სახლშია, მოსამსახურეებს არ აქვთ მისი ყურების და მასთან საუბრის უფლებაც. თუ რაიმეს თქმა სურთ, სახლის შესასვლელთან დევს წიგნაკი, სადაც დაწერენ და როდესაც ნახავს შერლიზი, პასუხებსაც წერილობით მიიღებენ. 209 9-ს მოსწონს
|