საქართველო ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და ანზორ ბოლქვაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 2020, 31 ივლისი, 3:02
მისი ინფორმაციით, ინცინდენტის დროს თამაზ აბაშიძე მძიმედ დაშავდა და იგი კლინიკაშია გადაყვანილი. მისივე თქმით, დაპირისპირების მიზეზი, ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარად წარდგენა დასახელდა. "დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა, ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდა.ასევე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძეც იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი დაიწყო. ამ საკითხის მოგვარების მიზნით, ხულოს მერის ვახტანგ ბერიძის კაბინეტში შეიკრიბნენ, ინციდენტი თამაზ აბაშიძესა და ანზორ ბოლქვაძეს შორის ჩხუბში გადაიზარდა. ინცინდენტის მიზეზი იყო ის, რომ თამაზ აბაშიძე წინააღმდეგია ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების. თქვენ კარგად იცით, რომ ანზორ ბოლქვაძე 2008-2012 წლებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იყო. ახლა თამაზ აბაშიძე კლინიკაშია გადაყვანილი, მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ასევე დაზიანება ანზორ ბოლქვაძესაც აქვს მიღებული, იგი სიტუაციას სამართალდამცავებმა განარიდეს. ფაქტის გამო, ხულოს ცენტრში სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული ", - განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ. 96 შეფასება არ არის
|