x
ასაკობრივი სტერეოტიპები
როდესაც ვაკვირდებით როგორ ასრულებენ გვიანი მოზრდილები ამოცანებს და ვაფასებთ ვანდოთ თუ არა მათ ამ ამოცანის შესრულება, ატრიბუციას ასაკობრივ სტერეოტიპებზე დაყრდნობით ვაკეთებთ.

image

ნეგატიური სტერეოტიპული ატრიბუციისადმი ყველაზე მოწყვლადია მეხსიერება. ყველა ასაკის ადამიანს სჯერა, რომ მეხსიერება კლებულობს ასაკთან ერთად და ჩვენ, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მცირე კონტროლი გვაქვს მეხსიერების ფუნქციონირებაზე.


image


ჯოან ერბერმა აღმოაჩინა ასაკზე დაფუძნებული ორმაგი სტანდარტები გვიანი და ადრეული მოზრდილების შესახებ, მათი კომპეტენციის განსჯისას. ასაკზე დაფუძნებული ორმაგი სტანდარტები უფრო შესამჩნევია, როდესაც ახალგაზრდები აფასებენ მეხსიერების სინტყუნეს. ასაკზე დაფუძნებული ორმაგი სტანდარტები მოქმედებს, მაგალითად, როდესაც მოხუცი ქალი ვერ პოულობს გასაღებს, ამას უფრო სერიოზულ მეხსიერების პრობლემად აღიქვამენ, ვიდრე თუ ახალგაზრდა ქალი ვერ პოულობს.

როცა ხანშიშესული ხალხი აკვირდება იმავე მეხსიერების სიმტყუნეს, ისინი აფასებენ ორივე ასაკობრივი კატეგორიის გულმავიწყობას უფრო თანაბრად. თუმცა, სხვა ტიპის შეფასებებში, ასაკოვანი ხალხი, აგრეთვე, აჩვენებს ასაკზე დაფუძნებულ ორმაგ სტანდარტებს. დავიწყების მიზეზის შეფასებისას ორივე ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უფროსი მოზრდილების შემთხვევაში დავიწყების მიზეზი გონებრივი სირთულეები იყო, როცა ადრეულ მოზრდილებს უყურადღებობასა და ნაკლებ მცდელობას მიაწერდნენ (Erber et al., 1990).

რა ხდება როდესაც გეკითხებიან გადაწყვიტო გვიან მოზრდილებმა უნდა მიღონ სამუშაო თუ არა? (Erber & Long, 2006; Erber & Szuchman, 2002). სამსახურის მაძიებლები იყვნენ მოხუცები ან ახალგაზრდები, რომელთაც ავიწყდებოდათ ან არ ავიწყდებოდათ დეტალები. მიუხედავად ასაკზე დაფუძნებული ორმაგი სტანდარტებისა, სამსახურში აყავდათ არაგულმავიწყი ხალხი, ასაკისდა მიუხედავად. ეს შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ინდივიდის შესაძლებლობებზე შთაბეჭდილების ფორმირებისას, ადამიანები სხვა ფაქტორებს ითვალისწინრბრნ. მაგალითად, რამდენად პასუხისმგებლიანია ადამიანი.

გვიანი მოზრდილების შესახებ ბევრი პოზიტიური სტერეოტიპიც არსებობს, მათში შედის პასუხისმგებლობიანობაც. კვლევაში, ადრეულ მოზრდილებს კითხეს, ვის აირჩევდნენ მეზობლად, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება. ისინი კონსისტენტურად ირჩევდნენ ხანშიშესულ მეზობლებს. ისინი ასაკოვან მეზობლებს აფასებდნენ, როგორც უფრო პასუხისმგებლიანებს, სანდოებს და დამხმარეებს, ახალგაზრდებთან შედარებით. ამ შემთხვევაში პოზიტიური სტერეოტიპები ნეგატიურს ჯაბნიდა.


image

არა აქვს მნიშვნელობა სტერეოტიპი პოზიტიურია თუ ნეგატიური, იგი მაინც სიმართლესაა აცდენილი, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მხოლოდ ასაკის ცოდნით ვერ ვიმსჯელებთ მათ თვისებებსა თუ უნარებზე.

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:შელია მარი
შელია მარი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0