ანეკდოტები საბჭოთა კავშირის დროინდელი საუკეთესო ანეკდოტები 2020, 28 ივლისი, 10:54 ქვემოთ გაეცნობით საბჭოთა ეპოქის ანეკდოტებს, სადაც დამცინავად, ზუსტად არის ასახული მაშინდელი სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ყოფა და ვითარება. ***ალექსანდრე დიდი, იულიუს კეისარი და ნაპოლეონი, როგორც საპატიო სტუმრები, წითელ მოედანზე უყურებენ საბჭოთა ჯარების აღლუმს. - ეჰ, საბჭოთა ტანკები რომ მქონოდა, - ამბობს ალექსანდრე - უძლეველი ვიქნებოდი! -მე რომ საბჭოთა თვითმფრინავები მქონოდა.- ამბობს კეისარი, - მთელ მსოფლიოს დავიპყრობდი! - და მე კიდევ გაზეთი "პრავდა", რომ მქონოდა - თქვა ნაპოლეონმა, - მსოფლიოს დღესაც არ ეცოდინებოდა ვატერლოოს ბრძოლის შესახებ! *** - ძვირფასო სომხურო რადიო! ჩვენ მოვისმინეთ, რომ მოსკოვის ოლიმპიური სოფლის კორპუსები დამზადებულია მიკრობეტონით. გთხოვთ, გვითხრათ ამ ახალი სამშენებლო მასალების შესახებ. - ვპასუხობთ. მიკრობეტონი არის 10 პროცენტი ბეტონი და 90 პროცენტი მიკროფონი. ***ამერიკელი: ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ნებისმიერს შეუძლია გამოვიდეს თეთრი სახლის წინ ვაშინგტონში და და დაიყვიროს:"რეიგანი სულელია!"და ამისთვის არავინ არაფერს არ ეტყვის. რუსი: ჩვენც თავისუფალი ქვეყანა ვართ, ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს შეუძლია გამოვიდეს წითელ მოედანზე მოსკოვში და დაიყვიროს:"რეიგანი სულელია!" და მასაც არავინ არაფერს არ ეტყვის. *** ორი მოსკოველი ერთმანეთს ესაუბრება: - როცა კომუნიზმი დადგება, პარტია მე თვითმფრინავს მაჩუქებს! - თვითმფრინავი რად გინდა? - როგორ თუ რად მინდა? თუ გავიგებ, რომ ვლადივოსტოკში ფქვილს არიგებენ, მაშინვე ჩავფრინდები და რიგში ჩავდგები. *** ლექტორი ამბობს, რომ კომუნიზმი უკვე ჰორიზონტზე ჩანს . კითხვა: - და რა არის ჰორიზონტი? - ეს არის წარმოსახვითი ხაზი, სადაც ცის და მიწის თანხვედრა ხდება და უფრო და უფრო გვშორდება, როდესაც მასთან მიახლოებას ვცდილობთ. *** კაპიტალიზმი და კომუნიზმი დათქმულ დროს მივიდნენ ადგილზე.აი სოციალიზმს ძალიან დააგვიანდა.როგორც იქნა მოვიდა. -სად იყავი აქამდე?-ჰკითხეს ერთდროულად. -ხორცის რიგში ვიდექი-უპასუხა სოციალიზმმა -რიგი რა არის?-იკითხა კაპიტალიზმმა. -ხორცი რაღა არის?–გაოცებისგან პირი დააღო კომუნიზმმა. *** ლენინმა დაამტკიცა, რომ მზარეულსაც შეუძლიათ ქვეყნის მართვა. სტალინმა დაამტკიცა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ქვეყნის მართვა. ხრუშჩოვმა დაამტკიცა, რომ სულელსაც შეუძლია ქვეყნის მართვა. ბრეჟნევმა დაამტკიცა, რომ საერთოდ არაა საჭირო ქვეყნის მართვა. *** რაღაც ამ ბოლო დროს ვერ გხედავ . Სად მუშაობ? - კაგებეში. მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩეს. - Აქ რას აკეთებ? - საქმე გვაქვს იმათთან, ვინც საბჭოთა რეჟიმის უკმაყოფილოა. - ჰა! კმაყოფილი არის ვინმე რომ? - დიახ, მაგრამ იმათ "ობეხე" აკითხავს. ***უძრაობის ხანაში ყველაზე მშვიდი რიგი იდგა მავზოლეუმთან, რადგან ხალხმა იცოდა, რომ ლენინი არასდროს გამოილევა. *** ნიქსონმა, რომელიც სსრკ-ს სტუმრობდა, ჰკითხა ბრეჟნევს, თუ რატომ არ იფიცებიან საბჭოთა მუშები. პასუხის ნაცვლად, ბრეჟნევმა ნიქსონი ქარხანაში წაიყვანა და მუშებს მიმართა: - ხვალიდან თქვენ ხელფასი შეგიმცირდებათ! (ტაში) სამუშაო დღე გახანგრძლივდება! (მქუხარე ტაში) ყველა მეათეს ჩამოვახრჩობთ ! მქუხარე ხანგრძლივი ტაში და მოკრძალებული კითხვა: "ჩვენ თვითონ უნდა მოვიტანოთ თოკი თუ პროფკავშირი უზრუნველყოფს?") *** საბჭოთა ხელისუფლების შვიდი საოცრება: *** - რას იზავ, თუ საზღვრებს მოულოდნელად გაიხსნიან? - პირველ რიგში ხეზე ავძვრები. - Რატომ? - რომ არ გადამთელონ. *** სტალინი ბერიას ურეკავს: - ამხანაგო ბერია! ყალიონი მაგიდაზე იდო და დაიკარგა. გთხოვთ, მიიღოთ ზომები! გარკვეული ხნის შემდეგ სტალინი ბერიას ურეკავს: - ამხანაგო ბერია! აღარ შეწუხდეთ, ყალიონი ვიპოვე. - აქ სამმა უკვე აღიარა და.... 1757 7-ს მოსწონს
|