x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თქვენ არ შეეფერებით ჰოლივუდს": მსახიობები, რომლებიც გარეგნობის გამო დაიწუნეს

image


მსახიობების მთავარ როლზე არჩევის ძირითადი კრიტერიუმი ნიჭთან ერთად რაღა თქმა უნდა - გარეგნობაა. პროდიუსერებმა არასათანადო გარეგნობის გამო ბევრი ნიჭიერი ვარსკვლავი დაიწუნეს. ალბათ, რთული წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა ჩვენი საყვარელი ფილმები მათ გარეშე, თუმცა ოსკაროსანმა მსახიობებმა მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად თავიანთი საოცარი ნიჭისა და უსაზღვრო შრომისმოყვარეობის წყალობით დაამტკიცეს, რომ ისინი ჰოლივუდში კუთვნილ ადგილს ნამდვილად იმსახურებენ. პროდიუსერების მოსაზრების მიუხედავად, ამ მშვენიერ ქალბატონებს დღემდე მილიონობით თაყვანისმცემელი ქალურობისა და სილამაზის ეტალონად მიიჩნევს.




ჯენიფერ ლოურენსი



image


დღესდღეობით, ჰოლივუდის ერთ - ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი შეიძლება ითქვას, რომ დიდების მწვერვალზე იმყოფება, მას მთავარ როლებში უკვე საკულტო რეჟისორები იღებენ. თავისი ახალგაზრდული წლების მიუხედავად ლოურენსი უკვე "ოსკარის" მფლობელია, თუმცა მისი კინოკარიერის დასაწყისში ყველაფერი ასე იავარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. ის ხშირად ხვდებოდა ისეთ პროდიუსერებს, რომლებიც მას როლისთვის შეუფერებლად თვლიდნენ, გარეგნობას უწუნებდნენ და ზედმეტ კილოგრამებზე მიუთითებდნენ. მსახიობი თვლის, რომ გართობის ინდუსტრიაში სილამაზის სტანდარტები თავიდან არის გადასახედი. ჰოლივუდის ვარსკვლავის თქმით, ის არასოდეს იმუშავებს ისეთ "პროფესიონალთან", რომელიც მისგან რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს.





ქეით უინსლეტი



image


შეუძლებელია, ჯეიმზ კამერონის 1997 წელს გადაღებული კინოფილმიდან "ტიტანიკი" - მშვენიერი როუზი ვინმეს არ ახსოვდეს, თუმცა ჭარბი წონისა და დაღრეცილი ფეხების გამო მსახიობს დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ, პედაგოგები კი მასზე დიდ იმედებს არ ამყარებდნენ და საუკეთესო შემთვევაში უკანა პლანზე, "მსუქანას" როლში მოიაზრებდნენ. მათდა გასაკვირად, უინსლეტმა ათეულობით ფილმში მთავარი როლი შეასრულა, რომლებმაც მსახიობს არნახული წარმატება და საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ოსკარის ნომინაციაზე 6 - ჯერ ნომინირებული მსახიობი აკადემიის ჯილდოს მფლობელიც გახდა.




ჯუდი დენჩი


image


ამ ნიჭიერმა ბრიტანელმა მსახიობმა "შეყვარებულ შექსპირში" შესრულებული ელისაბედ I – ის როლისთვის "ოსკარი" დაიმსახურა. ჯუდი დენჩხანგრძლივი კინოკარიერის განმავლობაში მონაწილეობა არაერთ საინტერესო პროექტში მოუწია, თუმცა 60-იან წლებში, როდესაც ის კარიერაში თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა, არაერთმა პროდიუსერმა სახის არასწორი პროპორციების გამო მასთან თანამშორომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მიუხედავად მკაცრი კრიტიკისა, ის დასახული მიზნისკენ სვლას მაინც განაგრძობდა და საკუთარი მტკიცე ხასიათის წყალობით წარმატებასაც მიაღწია.





ვაინონა რაიდერი



image


ერთხელ, 16 წლის ვაინონამ საკუთარი მისამართით ასეთი ფრაზა მოისმინა: "თქვენ კინოში გადასაღებად საკმარისად ლამაზი არ ხართ". მსახიობმა ეს სიტყვები გამოწვევად ჩათვალა და მიზნად დაისახა ყველაფრის ფასად ამ სფეროში დიდი წარმატებისთვის მიეღწია, და შეძლო კიდეც .... მისი ათეულობით ფილმი, მსოფლიო პოპულარობა და მაყურებლის უსაზღვრო სიყვარული ამის ნათელი დადასტურებაა.



მერილ სტრიპი


image


დამეთანხმებით, რომ ტიტრებში მისი სახელი და გვარი უკვე ფილმის ხარისხის გარანტია. 3 "ოსკარი" და მაყურებლის უსაზღვრო სიყვარული, ლეგენდარული მსახიობის ნიჭსა და პოპულარობაზე მეტყველებს. როგორც ცნობილია, პროდიუსერები მერილ სტრიპს კარიერის დასაწისში "ძალიან შეუხედავ მსახიობს" უწოდებდნენ, თუმცა თანამედროვეობის ერთ - ერთი უდიდესი მსახიობი ასეთ კრიტიკას საკუთარ თავზე არასდროს იღებდა, ჯიუტად განაგრძობდა ქასთინგებსა და მოსმენებზე სიარულს, რამაც კოლოსალური შედეგიც გამოიღო და 1978 წელს მაიკლ ჩიმინოს ბრიტანულ - ამერიკულ კინოსურათში "ირმებზე მონადირე" მას ლინდას როლი შესთავაზეს, რისთვისაც ჰოლივუდის ახალბედა ვარსკვლავი უკვე პირველ ოსკარზეც იქნა ნომინირებული.






0
366
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
366