ისტორია მოსკოვის ოლიმპიადა და "მერსედეს-ბენცი" 2020, 27 ივლისი, 15:33 ![]() მოსკოვის ოლიმპიადა იმით არის გამორჩეული, რომ ის იყო პირველი ოლიმპიადა ისტორიაში, ჩატარებული აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ეს იყო ასევე პირველი ოლიმპიადა, რომელიც სოციალისტურ ქვეყანაში ჩატარდა. 1980 წლის ივლის-აგვისტოში დედაქალაქი გადაიქცა სადღესასწაულო ქალაქად, კეთილდღეობის ქალაქად, სიხარულის ქალაქად. ალბათ, 1917 წელს დაპირებული კომუნისტური სამოთხე ასეთი უნდა ყოფილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, სამოთხე მხოლოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდა და ეს იყო სსრკ -ს ტრადიციულს სტილში -ფარსი და მოჩვენებითი კეთილდღეობა. ყოველ შემთხვევაში მოსკოველებმა იმ დღეებში პირველად შეძლეს "ფანტის" დაგემოვნება, პირველად გამოჩნდა მაღაზიებში იაპონური «SONY»-ის კასეტები, ასევე ნამდვილი ამერიკული «Malboro»-სიმბოლო დასავლური თავისუფლებისა. დახლებზე «Adidas»-ის ბოტასების უპრეცედენტო მრავალფეროვნება სუფევდა. სამაგიეროდ არასასურველ სოციალურ ელემენტებს (ლოთები, მეძავები, ნარკომანები და უსაქმურები)იძულებით დედაქალაქიდან 101-ე კილომეტრზე უშვებდნენ. ![]() მოსკოვის ოლიმპიადის ერთ-ერთი პარტნიორი იყო Mercedes-Benz-ი.ხელშეკრულება 1978 წელს გაფორმდა, თუმცა როდესაც სსრკ ავღანეთში შეიჭრა, აშშ-მ და მოწინავე კაპიტალისტურმა ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მოსკოვის ოლიმპიადას, მათ შორის იყო გფრ, მაგრამ თავად Mercedes-Benz-მა უარი თქვა ბოიკოტზე.ისევ როგორც ზოგიერთმა დასავლურმა კომპანიამ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 231 3-ს მოსწონს
|