სამოქალაქო ნარკოტიკი 2012, 16 აგვისტო, 22:13 ნარკოტიკი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გამაბრუებელს. ნარკოტიკულ ნივთიერებას მედიცინაში იყენებენ ტკივილგამაყუჩებელ და საძილე საშუალებად. ნარკოტიკები სპეციფიურ გავლენას ახდენენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე - იწვევენ მის გაბრუებას, ხშირად მის უგონო მდგომარეობამდე მიყვანას. ნარკოტიკების მოხმარებისას ადამიანებს მალევე უვითარდებათ მისდამი მიჩვევა. ადამიანები ხდებიან ნარკოტიკებზე ფიზიკურად დამოკიდებულნი, ანუ განიცდიან ნარკოტიკულ შიმშილს, რაც მძიმე სულიერ და ფიზიკურ ტკივილს აყენებს მათ. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ ძლიერი ტკივილები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, უძილობა, დეპრესია, უსაფუძვლო შიშები, ჰალუცინაციები და სხვა. ამ დროს ავადმყოფები იყენებენ ნებისმიერ ხერხს მის მოსაპოვებლად.
185 1-ს მოსწონს
|