x
image
თამილა გურაშვილი
როგორ გაანადგურა ქართლ-კახეთის აჯანყებულებმა ყიზილბაშების 30 000-იანი ლაშქარი
image




1625 წლის 25 მარტს (ახ. სტ. 7 აპრილს), ხარება დღეს, ქართლ-კახეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა ყიზილბაშ დამპყრობთა ჯარი პირწმინდად გაანადგურა.




ყიზილბაშთა დიდი არმია ყორჩიხა-ხანის სარდლობით მარტყოფის ველზე იდგა და კახეთის მოსახლეობის დასარბევად ემზადებოდა. ქართლ-კახეთი გიორგი სააკაძისა და დავით ჯანდიერის მეთაურობით აჯანყებისათვის მზად იყო.





ქართლ-კახეთის მესვეურთა გეგმით, აჯანყებულები დათქმულ დროზე მოულოდნელად უნდა შესეოდნენ ირანელთა ბანაკს. გიორგი სააკაძესა და მის მხლებლებს, რომელნიც ირანელთა ბანაკში იმყოფებოდნენ, მოულოდნელი დარტყმით ჯარის სარდლები უნდა დაეხოცათ.






მტრის ბანაკში იყო, აგრეთვე, სააკაძის შვილი ავთანდილი, თავადიშვილები ელია დიასამიძე და პაატა ხერხეულიძე, გლეხი პაპუნა ვაშაყაშვილი.




25 მარტს, გარიჟრაჟზე, ხარება დღეს, ქართლ-კახეთის ლაშქარი მტრის ბანაკს მიუახლოვდა. ხმაურზე გუშაგებმა განგაში დასცეს. ირანის ჯარის სარდლობამ სასწრაფოდ თავი მოიყარა ყორჩიხა-ხანთან და გიორგი სააკაძე იხმეს.




შეკრებისთანავე, გიორგი სააკაძემ ყორჩიხა-ხანი განგმირა, ხოლო, სანამ ირანელთა სარდლობა გონს მოვიდოდა, სააკაძის მხლებლებმა მათ ბოლო მოუღეს.





ამასობაში ქართველთა ჯარი, რომელსაც ზურაბ ერისთავი მეთაურობდა, ბანაკში შეიჭრა. ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა და გვიან ღამით აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა. მტრის ბანაკიდან, რომელშიც 30 ათასამდე ყიზილბაში იყო, მხოლოდ 3 ათასმა უშველა თავს გაქცევით.

0
194
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0