x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მოდი დავქორწინდეთ: ახალგაზრდების თავაშვებული ღრეობა ავსტრალიის პროვინციებში

image


ავსტრალიის პროვინციებში ერთი, ძალიან სახალისო და მხიარული გასართობი - ე.წ. "მეჯლისი" არსებობს, რომელზეც ძირითადად, ის ახალგაზრდები იკრიბებიან, რომელთა გულებიც ჯერჯერობით თავისუფალია. საგანგებოდ, მათთვის მოწყობილ წვეულებაზე, მარტოხელები ახალ ნაცნობებს იძენენ, მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ, ერთმანეთში საინტერესესო ინფორმაციას ცვლიან და ალკოჰოლური სასმელით გაბრუებულნი გონის დაკარგვამდეც ილხენენ. ამ უცნაური ტრადიციის შესახებ პირველად, მსოფლიოს ფოტოგრაფმა ინგვარ კენემ გააგებინა, როდესაც სრულიად ფხიზელი, საკუთარი ფოტოაპარატით "შეიარაღებული" წვეულების ეპიცენტრში გაემართა. ზოგადად, ტრადიცია საკმაოდ საინტერესოა. ყველაფერი კი, იქიდან დაიწყო, რომ ავსტრალიაში სურდათ სოფლის მოსახლეობა, რომელიც ერთმანეთისგან ასობით კილომეტრში ცხოვრობდა როგორმე დაეახლოებინათ. ამგავრად, მეჯლისზე მისულ მარტოხელა ადამიანებს არა მხოლოდ ახალი ნაცნობებისა და მეგობრების შეძენა, არამედ ცხოვრების მეგზურის პოვნაც კი შეეძლოთ. ასეთი უმანკო და სასიამოვნო წამოწყება, რამდენიმე წლის შემდეგ, სრულიად თავაშვებულ ღრეობად გადაიქცა, რომელსაც სოფლის მოსახლეობის გარდა, ქალაქელი მარტოხელებიც დიდი სიამოვნებით სტუმრობდნენ. თუმცა, დღესდღეობით "მეჯლისზე" პარტნიორის ძებნამ მეორე პლანზე გადაინაცვლა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს უკვე ბილეთის შეძენა უწევთ, რომლის ფასიც 80 ავსტრალიური დოლარიდან იწყება. ღირებულებაში, როგორც წესი, ალკოჰოლი და ვახშამი შედის, თანხის დარჩენილ ნაწილს კი, ორგანიზატორები ქველმოქმედებას ახმარებენ. მოლხენა და დროსტარება დილამდე გრძელდება, რის შემდეგაც გადაღლილი ახალგაზრდობა ძალების აღდგენას უკვე პერიმეტრზე განლაგებულ კარვებში ცდილობს. ალკოჰოლის გარდა, მთავარ გართობას აქ კონცერტი და ერთმანეთის საკვები საღებავებით შეღებვა წარმოადგენს.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


0
975
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
975