ჯანმრთელი კვება ამას როგორ ჭამენ? ვარსკვლავების კვების რაციონი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ 2020, 24 ივლისი, 14:12 ის, რომ მდიდრებსა და ცნობილებს, საკუთარი თავის განებივრება მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებითა და გამორჩეული დელიკატესებით შეუძლიათ, ალბათ სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა გაგიკვირდებათ და, სელებრითები საუცხოო გემოს მქონე კერძებთან შედარებით, უპირატესობას სწორედ აი, ამ სახის პროდუქტებს ანიჭებენ.ანჯელინა ჯოლიტარაკნები და ფუტკრის ლარვები ენჯის მენიუს ნაწილი მას შემდეგ გახდა, რაც მან ისინი პირველად კამბოჯაში დააგემოვნა, სადაც მათ ცილის მთავარ წყაროდ თვლიან.ფერჯიორი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ფერჯის ყოველდღიური სადილია. მომღერალი დარწმუნებულია, რომ ის ორგანიზმს არა მხოლოდ ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება, არამედ ღვიძლის მეტაბოლურ და რეგენერაციულ პროცესებსაც არეგულირებს.პეტრა ნემკოვაჩეხი მოდელის კვების რაციონი მხოლოდ სამი პროდუქტისგან - თევზისგან, სტაფილოსგან და პომიდვრისგან შედგება. პეტრა დარწმუნებულია, რომ ეს სამი კომპონენტი ყველა საჭირო ნივთიერებას შეიცავს, რომლისგანაც 100 - ზე მეტი სხვადასხვა კერძის მომზადებაა შესაძლებელი.მერაია ქერიმერაია საკვების შერჩევისას ერთი უნივერსალური კრიტერიუმით ხელმძღვანელობს: ის აუცილებლად იისფერი უნდა იყოს. მომღერალს მიაჩნია, რომ სხვა ყველა დანარჩენი ფერის პროდუქტი საკვებად გამოუსადეგარია. ამერიკელი პოპ - ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ მეწამული - იისფერი შეფერილობის ხილი და ბოსტნეული სპეციალურ ნივთიერებებს - ანტოციანინებს შეიცავს, რომლებიც უნიკალური სამკურნალო და გამწმენდი თვისებებით გმოირჩევიან. ვარსკვლავი მხოლოდ - ბადრიჯანს, წითელ კომბოსტოს, ჭარხალს, წითელ ლობიოს, რეჰანს, შავ ქლიავსა და შესაბამისი ფერის კენკრას მიირთმევს.რიზ უიზერსპუნირიზის კვების რაციონი ექსკლუზიურად მხოლოდ ბავშვთა კვებისგან შედგება: დაფქული ისპანახი, ვაშლის პიურე, სწრაფად მომსამზადებელი ხსნადი ფაფა - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მარილისა და შაქრის გარეშე. ჭორებს თუ დავუჯერებთ, ლედი გაგაც ანალოგიურად იკვებება.ელიზაბეტ ჰარლიჰოლივუდელი ლამაზმანი ჩაის, ყავისა და წყლის ნაცვლად, დღეში ორ ლიტრამდე წიწმატის წვენს სვამს. გამეორება არც კი სცადოთ!პენელოპე კრუსიპედრო ალმოდოვარისა და ვუდი ალენის საყვარელმა მუზამ - პენელოპე კრუსმა აღიარა, რომ დღე არ გავა მან საკუთარი ხელით, დიდი რაოდენობით კარაქში მომზადებული შემწვარი ბრინჯი ან მაკარონი რომ არ მიირთვას.ჯენიფერ ლოპესიპოპულარული მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი საკმაოდ არაჯასაღი საკვებით იკვებება, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მისი ყოველდღიური რაციონი "M&M"– ისა და "Snickers"-ის გარდა, ასევე შოკოლადის ორცხობილისგან, მზესუმზირისგან, კარტოფილის ჩიფსებისგან (არაჟნისა და ხახვის გემოთი), ყველის ჩხირებისა და სხვადასხვა სახის კრეკერისგან შედგება.პატრისია კაასიფრანგი მომღერლისა და მსახიობის ყოველდღიურ რაციონში არც მეტი, არც ნაკლები 6 ქილა ლუდი მკაცრად არის გაწერილი.839 1-ს მოსწონს |