შოუბიზნესი "მეხუთე წერტილის" საიდუმლო: 10 ვარსკვლავი, რომლებმაც უკანალი საკუთარი ცხიმით გაიდიდეს 2020, 23 ივლისი, 13:55 !["მეხუთე წერტილის" საიდუმლო: 10
ვარსკვლავი, რომლებმაც უკანალი
საკუთარი ცხიმით გაიდიდეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202007/2020072312473186669.jpg)
როგორც ჩანს, სუპერპოპულარულ მამოპლასტიკას კონკურენტი - გამოუჩნდა. ლიპოფილინგი (ცხიმის გადანერგვა) გახლავთ პროცედურა, რომელსაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლები დღესდღეობით სულ უფრო ხშირად მიმართავენ. თავად ტერმინი კი კორექციის ზონაში, პაციენტის თავისივე ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვას ნიშნავს. ლიპოფილინგის საშუალებით შესაძლებელია ორმაგი ეფექტის მიღება, ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის შემცველი უბნების ზომის შემცირება და პრობლემური უბნების შევსება. ამ ცნობილ ქალბატონებს თავიანთი უკანალი სასტიკად არ მოსწონდათ, რის გამოც პრობლემურ ზონაზე საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვის გადაწყვეტილება მიიღეს და ამას არც ნანობენ.
ჯენა ჯეიმსონი
ამერიკელ ფოტომოდელს მოხდენილი სხეული ჰქონდა, თუმცა ჯენას თავისი უკანალი მოსვენებას არ აძლევდა - ის, მას საოცრად ბრტყელი და უფორმო ეჩვენებოდა, რის გამოც 38 წლის ასაკში ლიპოფილინგის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღო და საოცნებო უკანალიც გაიკეთა, თუმცა აი, გოგონას თაყვანისმცემლებმა მას ახლადშეძენილი ფორმები საჯაროდ დაუწუნეს.
კოკო ოსტინი
კოკო ოსტინი - ინტერნეტსივრცეში ყველაზე ცნობილი უკანალის მფლობელი გახლავთ. რეპერ "Ice-T" -ის მეუღლის სოციალურ ქსელში ატვირთული მრავალრიცხოვანი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ თავისი ახალი ფორმებით კოკო საკმაოდ კმაყოფილი უნდა იყოს, თუმცა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ოსტინი თავგამოდებით ამტკიცებს, რომ მას ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვის პროცედურა არ გაუკეთებია, სხვა რაღა დაგვრჩენია, იმის გარდა რომ "Ice-T" -ის მეუღლის გულწრფელობას ჩვენც ვენდოთ.
ნატაშა სტიუარტი
მსოფლიო მას უფრო "Monster Ass" - ის სახელით იცნობს. ნატაშა მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, გინესის რეკორდების წიგნში მაინც მოხვდა. მისი მოკრძალებული ნომინაცია კი ასე გამოიყურება - "მსოფლიოში ყველაზე დიდი სილიკონიანი უკანალის" მქონე. რეკორდსმენის თეძოს მოცულობა - 122 სმ შეადგენს, წელის გარშემოწერილობა კი - 66 - ს.
კიმ კარდაშიანი
აღნიშნულ სტატიაში ამ ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონის გამოტოვება უპატიებელი დანაშაული იქნებოდა.
ბრუკ ბეილი
ერთ მშვენიერ დღეს, პლუს - ზომის მოდელმა გადაწყვიტა, რომ მისი სხეული არასაკმარისად სექსუალურად გამოიყურებოდა, ამიტომ მან მუცლის ზონიდან საკუთარი ცხიმი უკანალის შესავსებად გამოიყენა. ბევრი აღიშნავს, რომ გოგონას უკანალის ფორმა არაბუნებრივად მრგვალია, თუმცა ბრუკს რაც მთავარია ყველაფერი აკმაყოფილებს.
ბლეკ ჩაინა
აი, ბლეკმა კი აშკარად გადააჭარბა! მან ზომაში თავისი "მეხუთე წერტილი" იმდენად გაიდიდა, რომ ვარსკვლავების ანტირეიტინგშიც კი მოხვდა.
ჰაიდი მონტაგი
უბრალოდ გასაოცარია: გოგონამ საკუთარი სხეული იმდენად "გადაიკეთა", რომ მისი საჯდომის ახალი ფორმა აღარავის გაკვირვებია.
ნიკი მინაჟი
მართალია, მომღერალი ყველაფერს უარყოფს, თუმცა ქირურგები საკუთარ პოზიციაში ურყევი არიან: ბუნებრივად ასეთი რამ უბრალოდ არ ხდება!
ლოლა მონრო
ცნობილი ამერიკელი რეპერი, მოდელი და მსახიობი ლოლა მონრო გულწრფელად აღიარებს, რომ მან შთამბეჭდავი ფორმები არა სპორტდარბაზში მრავალსაათიანი, მტანჯველი ვარჯიშის შედეგად მოიპოვა, არამედ ის, საოპერაციოში, პლასტიკური ქირურგების მარჯვე ხელების წყალობით შეიძინა.
იგი აზალია
!["მეხუთე წერტილის" საიდუმლო: 10
ვარსკვლავი, რომლებმაც უკანალი
საკუთარი ცხიმით გაიდიდეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202007/2020072312453886669.jpg)
ციფრები ყველაფერს თავად ამბობენ: წელის გარშემოწერილობა - 58 სმ- ი, თეძო - 100 - ი... რაღა თქმა უნდა, ეს ყოველივე დედაბუნების დამსახურებაა!
|