x
image
beko777
Mediator image
ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ფესვები“ საზოგადოებას მაჟორიტარების ნაწილი წარუდგინა
ქარრთული ფესვებიქართულ რეალობაში 2020 წლის აპრილის თვეში მოქალაქეთა ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ფესვები“ დაფუძნდა, პარტია რომლის დაარსების ინიციატორი და თავმჯდომარე შეერთებულ შტატებში, თითქმის ორი ათეული წელი მოღვაწე ქართველი ემიგრანტიი თენგიზ ოქროპილაშვილია.

თენგიზ ოქროპილაშვილიზოგადად, ქვეყანაში ნდობა ქართული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ იმდენად დაბალია, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უკვე უიმედოდ უყურებს ყოველ მომდევნო არჩევნებს, იქნება ეს საპარლამენტო, თვითმართველობის, თუ თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან 20 წელზე მეტია ერთიდაიგივე სახეების, ერთიდაიგივე სახელის და გვარების (სხვადასხვა სახელების პარტიის ქვოტით) ტრიალით გაღიზიანებული მოსახლეობა უკეთეს შემთხვევაში ინდეფერენტული და უარეს შემთხვევაში ცინიკურად და უიმედოდ უყურებს ყოველ მომდევნო არჩევნებს.

ამ ფონზე „ქართული ფესვების“ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენამ პირველივე დღეს აახმაურა საინფორმაციო სააგენტოები, ტელევიზიები და მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფები და ეჭვსგარეშეა, რომ ეს იმ ადამიანების დამსახურებაა ვინც 20 ივლისს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელეს ხუთ ოლქში.

ნუგზარ კვაშალი (მუსიკოსი, ლეგენდარული ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი) - გურიის რეგიონის კანდიდატი, ზურაბ ცინცქილაძე (მსახიობი, ბევრი უკვდავი როლის შემსრულებელი და ქართულ ფილმებში მთავარი როლის უზადო შემსრულებელი) - ზემო აჭარის რეგიონის კანდიდატი, ბესიკ ჩუბინიძე (პოპულარული ჟურნალისტი, მწერალ-დოკუმენტალისტი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, საქართველოში ერთადერთი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალის „მეგას“ დამფუძნებელ-ორგანიზატორი) - რუსთავის რეგიონის კანდიდატი, ნათია ჯიმშელეიშვილი (ჟურნალისტი, პოეტი, ქართული ლიტერატურის სპეციალისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ემიგრაციის პროექტების ორგანიზატორი) - ქუთაისის კანდიდატი და ნოდარ ლიპარტელიანი (ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში რეგიონში - პრეფექტი) - რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის რეგიონის კანდიდატი


პარტიამ ოფიციიალურად გამოაცხადა საარჩევნო კამპანიის, რეგიონალური შტაბების და სამაჟორიტარო ოფისების გახსნა, და პარალელურ რეჟიმში საარჩევნო პროგრამის წარსადგენად აქტიური მზადება, რაც ოფიციალურად ცესკოს მხრიდან საარჩევნო ნომრის მინიჭების შემდეგ მოხდება.

imageბესო ჩუბინიძე („ქართული ფესვების“ წევრი, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი) - პირადად ჩემთვის ეს, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ქალაქისთვის ბრძოლის ახალი ეტაპია, სხვა რესურსებით, სხვა პათოსით, სხვა ფორმატით, მაგრამ იგივე გულით, რა გულითაც მე 1993 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, აფხაზეთში ჩემი ქალაქის, რუსთავის ბატალიონის მებრძოლებს 18 წლისა, მოხალისედ შევუერთდი. ზუსტად ვიცი გამოჩნდება ბევრი „კრიტიკოსი“, სოციალურ ქსელებში გაჩნდება ბევრი ახალი ტროლი, შეიქმნება ბევრი ფეიკ-ნიუსი, გავრცელდება ტყუილები და ეს, სხვათაშორის არა მხოლოდ საქართველოს ნებისმიერი არჩევნების პრობლემაა, არამედ გლობალური, მსოფლიო პოლიტიკისაც, მაგრამ ბრძოლა - ღირს! მეღიმება თუნდაც ჩემი ქალაქისთვის, რუსთაველებისთვის და რუსთავის პრობლემების გადაწყვეტისთვის ბრძოლაში ისეთ სტრატეგიას, რომ ირჩევენ, მხოლოდ დაპირებებზე და მომავალზე რომაა დამყარებული, ვთვლი რომ თითოეული ადამიანის წარსული უნდა იყოს გადამწყვეტი, მოქალაქეთა მხრიდან კონკრეტული არჩევანის გაკეთების დროს, რას ვირჩევთ: - უკომპრომისო ბრძოლას, დაუღალავად მუშაობას, ხიდის როლს ხალხსა და ხელისუფლებას შორის, თუ - გამარჯვებისთანავე ტელეფონის ნომრის გამოცვლას :) გადაკარგვას :) დუმილს :) მორჩილად ყველაფერზე დათანხმებას :)? ყველა კანდიდატს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვიტყვი - მორჩა ლაქ-ლაქისა და სიაფანტი დაპირებების დრო, დაშინების და მორჩილების, ახლა - ახლის, უკომპრომისო და სუფთა წარსულის მქონე ადამიანების დროა! - აცხადებს ჩვენთან საუბარში „ქართული ფესვების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი.

imageბიძინა ჩაჩიბაიანათია ჯიმშელეიშვილინოდარ ლიპარტელიანინუგზარ კვაშალიimage


8
210
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
210
  
2020, 23 ივლისი, 20:44
ისე კი,ისეთი სახელი ქვია პარტიას,რომ ჩემს ნააზრევს ნაკლებად უნდა შეესაბამებოდეს,მაგრამ დავაკვირდები მაინც.ქართული ფესვები მრავალი ინტერპრეტაციას იწვევს და უფრო კონკრეტული ჯობდა. რაიმე ქრეტიულის მოფიქრებაც შეიძლებოდა.ფესვებზე დოდო აბაშიძე მახსენდება და შესანიშნავი ფილმი.ისე ემიგრანტებზეც არ მაქვს კარგი წარმოდგენა,რადგანაც გაქცევა გამოსავალი არ არის. როცა პრობლემა არის ის უნდა მოაგვარო,სხვა შემთხვევაში ის წინ დაგხვდება. დოდოს გმირის არ იყოს,წავიდა და ვერ შინარჩუნა ის,რაც ძალიან უნდოდა. მისმა შვილმა ქართულიც არ იცოდა და მერე შვილიშვილით გამოასწორა,მაგრამ შეხედეთ სალომე ზურაბიშვილს და მიხვდებით,რას ნიშნავს სხვა საზოგადოებაში და სხვა წყობაში გაზრდა ადამიანის.თუ გასაჭირი და მწვანე ოფლი არ გაქვს ნადენი,მაშინ არ გეყვარება ქვეყანა ისე. ახლა გამახსენდა,არცერთი ბიუროკრატი არ უნდა იყოს სამხედრო ნამსახურეობის გარეშე(დიდ თანამდებობეზე). მწვანე ოფლზე გამახსენდა ეს))) ხო ბოტი თუ ტროლი ამდენის დაწერას თუ ახერხებს მოკლე დროში,მაშინ ქვეყანაც ვამართინოთ)))
2020, 23 ივლისი, 20:33
ასევე,ბიუროკრატიის შემცირება და მისი შენახვის ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს მშპს 15%(დღეს 33%). საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მოხდეს მოსახლეობის სრული სპექტრის ჩართულობით და ჩანაწერების გაკეთება,რომელიც იქნება მუდმივი და მისი ცვლილებაც კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უნდა ითვალისწინებდეს.სამინისტროების შემცირება(მაგ.პირველი რესპუბლიკის დროს 8 სამინისტრო გვქონდა) და პარლამენტართა რაოდენობის შემცირება,გუბერნატორების გაუქმება.პოლიციის შეფების არჩევითობა ყველა რეგიონში ცალცალკე,თავის პროკურორიანა და მოსამართლიანად. კიდევ ბევრი ნიუანსია და თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანებაც ამ ყველაფრის გაკეთებას აპირებს,მაშინ ჩემი ხმა მათ. არ მჭირდება,ვიღაც ხელს მითატუნებდეს და მაქებდეს. დამანახოს რო რამის გამკეთებელია და მე თვითონ დაგიდგებით გვერდზე. როგორც ჯარისკაცს არ სჭირდება ომში პატიჟი,ასევე პატრიოტ-კოსმოპოლიტ ადამიანს არ სჭირდება პატიჟი ქვეყნისთვის კარგი სააქმებეების კეთებაზე. ეს წესით უნდა იცოდეს და მოღალატეებსაც უნდა ცნობდეს,ბევრი ეყოლება ნანახი აფხაზეთის ომში. ვის ვის და მეომარ კაცს არ უნდა გაუჭირდეს ადამიანის გამოცნობა,როგორც მხედველობით,ასევე დაწერილის გამოყენებით.
2020, 23 ივლისი, 20:22
პარტიაში შესვლაზე კი შეცდით))) ილია ჭავჭავაძე რო გაცოცხლდეს და პარტია ჩამოაყალიბოს,მაშინაც კი არ შევალ პარტიაში. ჩემი მიზანი არ არის გავხდე ბიუროკრატი და ამ უკანასკნელის ზრდას შევუწყო ხელი. არც სახელმწიფოს დაფინანსებაზე მაქვს კარგი წარმოდგენა პარტიების და არა მხოლოდ პარტიების. ჩემი მიზანია მაქსიმალურად ბიუროკრატიის შემცირება და შესაბამისად საგადასახადო წნეხის შემცირება მოსახლეობაზე,პიროვნული თავისუფლება და ეკონომიკურიც შესაბამისად,კანონის უზენაესობა და შესაბამისად დამოუკიდებელი სასამართლო,გაზრდილი სამოქალაქო ზედამხედველობა,თავისი ბერკეტებით,სავალდებულო ჯარის გაუქმება(თუ არ ვაუქმებთ,მაშინ სრულად სავალდებულო ყველანაირი სასულიერო თუ დედისერთობის გაუთვალისწინებლად) და მთლიანად საკონტრაქტო სამსახური,თავისი ტექნოლოგიების განვითარებით,თავდაცვის ბიუჯეტი მიბმული უნდა იყოს მშპ ზრდაზე და ის უნდა შეადგენდეს მინ. 10%. განათლების სისტემის 100% პრივატიზაცია,თავისი სკოლით თუ საბავშო ბაღით.შეჭირვებული ოჯახებისათვის ვაუჩერის დარიგებაც მათ შორის.
2020, 23 ივლისი, 20:13
როცა სხვის დაფარულ სახელზე მიუთითებთ,მინიმუმ თვითონ უნდა მოქმედებდეთ ნამდვილი სახელით.არნაირი ტროლბოტები და ეშმაკობებს არ წარმოვადგენ. ჩემი აზრი გამოვთქვი კონკრეტულ სტატიის და განხილულ თემასთან დაკავშირებით. ბესო ჩუბინიძე გახსნილი პიროვნება ჩანს,მაგრამ მე კი არ უნდა დამიკავშირდეს,არამედ მასებს უნდა ესაუბროს. მოგცემთ ჩემს მონაცემებს,მაგრამ ეგ არაფერს არ შეცვლის. ადამიანებმა უნდა აირჩიოს და ისე შევიდეს პარლამენტში,ჩემი ხმა ვერ უშველის სამწუხაროდ.საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის ფული კარგია,მაგრამ არა გადამწყვეტი. სიმართლე ისაუბროს და კონკრეტულ იდეოლოგიას გაუსვას ხაზი,მარტო ჩემთან არა.
2020, 23 ივლისი, 18:31
ძალიან არაშესაბამისი ექაუნთის ქვეშ, ძალზედ საინტრესო მსოაზრებები იმალება, პოლიტიკის ქვედინებებში გამოცდილი კაცის (ქალის აშკარად - არა), სასურველი იქნებოდა ტროლ-სახელით მოსაზრებების წერას ნამდვილი სახელით და გვარით დაგვკავშირებოდით და ჩვენც სიამოვნებით გადავცემდით ბ-ონ ბესო ჩუბინიძეს თქვენს საკონტაქტო ნომერს, ის მოგისმენთ (გარანტირებულად) და თქვენც ღიად ეტყვით თქვენს სათქმელს და არა ასე - ვირტუალურად :) - მის შსაძლებლობასაც აღიქვამთ ცოცხლად და მის იდეოლოგიასაც რასაც ის ემსახურება და მმართველობის რა უნარ-ჩვევები აქვს ხო საერთოდ გაკვირვებული დაგტოვებთ :) და შესაძლოა მათი წევრიც გახდეთ და საქართველოს მომავალზე ზრუნვა მხოლოდ ტექსტების წერით და დამალული პროფილებით კი არა, რეალურად, ცოცხლად და რეალურ სამყაროში გაგეგრძელებინათ ჩუბინიძის მსგავსი გულიანი კაცების გვერდით (სამწუხაროდ არა ფულიანი, მაგრამ აშკარად - გულიანი) :).... მოგვწერეთ, დაგიკავშირდებათ თავად
2020, 21 ივლისი, 10:20
ორივე მეფემ იცოდა რო ეკლესიის თავგასულობა იყო პრობლემა,მაგრამ მხოლო დავით IV შეძლო ამის გაკეთება. ყველაფერს ცოდნა უნდა. დროა ქვეყანაში კვალიფიკაციით ირჩევდნენ ხალხს და არა ფულით,პარტიის სახელით. პოლიტიკაში ყველა სფერს წარმომადგენელი უნდა იყოს წარმოდგენილი და ბალანსი უნდა იყოს დაჭერილი. 2012 წლის პარლამენტი ტატამი უფრო იყო,ვიდრე საკანომდებლო ორგანო. არც ეხლა არის უკეთესი მაჩვენებელი. ნუგზარ კვაშალი კარგი მომღერლობის და ქვეყნის სიყვარულის გამო უნდა ავირჩიოთ ეს არის ცუდი,თორე ამ პარლამენტს რო ვუყურებ ეს კაცი არ იქნება ცუდი ვარიანტი. მთავარია გვესმოდეს რა გვინდა და რის გაკეთებას ვაპირებთ,თორე აგერ სოფო კილაძეს კოდექსში სიტყვა "სამშობლოს" ჩამატება გგონია გარჩენა ამ ქვეყნის.
2020, 21 ივლისი, 10:13
კიდევ რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან:სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა ხალხის დაკვეთა იყო და წესიერი მართველი ამას არ შეასრულებდა. დიდი ფართობი მიწის ისევ სახელმწიფოს ხელშია და ის მაინც გაყიდის ამ მიწას. ისე შეგიფუთავს რო მადლობას გადაუხდის მოსახლეობა. დიდი ინვესტირება და უამრავი სამუშაო ადგილი... ა.შ. რეალურად ჩვეულებრივ მოკვდავს შეუმცირდება აქტივების ფასი. ნაკლებია მოთხოვნა,კონკურენცია,მით უფრო ნაკლებია ფასი. აგრო სექტორიდან სხვა სექტროში გადავლა რო მოუნდეს ადამიანს,ის ამას ვერ იზავს.სქესობრივი კვოტირება საჯარო სექტორში კიდევ ერთი დაკვეთა ფემინისტი მოსახლეობის და რომელის შესრულებას აპირებენ. რეალურად ეს უფრო დისკრიმინაცია,რადგან იმის გამო გირჩევენ რო ქალი ხარ. კაცი მისი უნარებით ფასდება და მას არ აქვს კონკრეტული რაოდენობა გასზაღვრული.ქალები კი მხოლოდ იმის გამო უნდა იყვნენ სადმე,რომ მათ ხვრელი არგუნა განგებამ.რომელიმე ქალი რატო უნდა იყოს ნომერი 3,როცა შეიძლება ისეთი ცოდნა აქვს რო იყოს პირველი. რატომ უნდა იყოს 10 პალამენტარიდა 3 ქალი,როცა შესაძლებელია მათი ცოდნა 10 მანდატს მათ აძლევთ. წესიერი ხელისუფალი ამას არ იზავდა. შესაძლოა უნდათ ქალის უფლებების მოგვარება,მაგრამ კვალიფიკაცია ვერ აქაჩვინებს ამის გაკეთებას. პოლიტიკაშიც ასეა,ამ ხალხს სურთ ქვეყნის განვითარება,მაგრამ ცოდნამ ვერ გაქაჩვინონ. ვერავინ დამაჯერებს,რომ დავით IV უფრო სურდა ქვეყნის გათავისუფლება,ვიდრე გიორგი I. უბრალოდ,მათ განსხვავებული ცოდნა ქონდათ,არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების სხვა შემართება ქონდათ.
2020, 21 ივლისი, 9:57
საერთოდ,ცუდი არ არის ახალი სახეების გამოჩენა პოლიტიკაში,მაგრამ არც 300 პარტიაა კარგი.უაზრო დაპირებების და ლაქლაქის დრო ნამდვილად წავიდა,ამაში სრულებით ვეთახმები. ჩემი აზრით,შრომა,შრომა და შრომას ძახილის ჯობია ის თქვან,რა იდეოლოგიას ავითარებენ და ამის მიხედვით უნდა შეფასდეს. რახან მოხალისედ წავიდა ომში,არ ნიშნავს რო იქნება კარგი მართველი. ქვეყანა რო უყვარს და პატრიოტია ეგ კარგია და ვაფასებ ამ კაცს,მაგრამ რაიმეს მართვას ცოდნა და შესაბამისი უნარები სჭირდება.დროა ლიდერების პარტიებიდან გადავიდეთ იდეოლოგიების პარტიებზე. შეუძლებელია ერთ საკითხში მემარჯევენე იყო,მეორეში მემარცხენე და მესამეში ცენტრისტი. ამიტომ ვერ ვითარდება ეს ქვეყანა,რადგანაც არცერთ პარტიას არ აქვს გამოკვეთილი იდეოლოგიური ნიშა. 2016 წლის არჩევნებზე ოცნებას პროგრამაში ქონდა მოგების გადასახადის შემცირება,თუ რეინვესტირება მოხდებოდა და ეს კარგი იყო ბიზნესისათვის. ერთი ხელით ეს გააკეთა და მეორე ხელით აქციზის გადასახადის ზრდა მოხდა. საგადასახადო წნეხი მოსახლეობაზე კი არ შემცირდა,არამედ გაიზარდა. პოლიტიკოსმა და პარტიამ ის კი არ უნდა აკეთოს,რაც ხალხს უნდა,არამედ რაც საჭიროა. 2007 წელს კახა ბენდუქიძემ ის აკეთა რაც ხალხს არ სურდა და 12.5% ეკონომიკური ზრდა დადო. კახა იყო ასეთი კაცი,თორე ნაცები მაგარი სოციალისტები არიან და პოპულისტები.მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ესმის ბევრი რამე და ის მოქმედებს ემოციებით,ხოლო როცა ხლისუფალი ხარ,ცივი გონებით უნდა იმოქმედო და არაპოპულარული გადაწყვეტილებები უნდა მიიღო.
0 1 8