სასმელები ყავის მომზადების ყველაზე უცნაური რეცეპტები 2020, 21 ივლისი, 9:30 ყავა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პროდუქტია. ძნელია წარმოიდგინო ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გუსინჯავს ამ მატონიზირებელი სასმელის რომელიმე სახეობა. ზოგს მოსწონს მწარე ყავა, ზოგს ტკბილი, სხვადასხვა დანამატებით. თუკი მაინც გულგრილი ხართ ყავის მიმართ, აჯობებს ინტერესის გამო მაინც გასინჯოთ ყავის რომელიმე ნაირსახეობა, ვინ იცის, იქნებ რომელიმე რეცეპტი მოგეწონოთ და თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სამუდამოდ შემოვიდეს. 1. ავოლატე
მელბურნის ერთ-ერთი ბარმენის თამამმა ექსპერიმენტმა გაამართლა: ტრადიციული რძიანი ყავა კლიენტებს შესთავაზეს ავოკადოს "ჭურჭელში" ავოკადოს შიგთავსის გარეშე. სასმელს მკვეთრად გამოხატული ავოკადოს გემო აქვს, თუმცა ვერ ვიტყვით იმას, რომ ყველა ყავის მოყვარულს მოსწონს.
2. გამჭვირვალე ყავა
ძლიერი ყავის სიყვარული შეიძლება ნეგატიურად აისახოს კბილების მინანქრის ფერზე. ძმების, დევიდ და ადამ ნადების გამოგონება ამ უკუჩვენებისგან გაგანთავისუფლებთ. მათი თქმით, გამჭვირვალე სასმელი დამზადებულია მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან: არაბიკას მაღალხარისხოვანი ყავის მარცვლებისგან და წყლისგან, არავითარი კონსერვანტები და სხვა ხელოვნური დანამატები. ძმებმა ამ გამოგონებაზე სამი თვე იმუშავეს. რა თქმა უნდა საგვარეულო რეცეპტი საიდუმლოა.
3. ნახშირის ყავა
აქტივირებული ნახშირი ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ საკვებ პროდუქტებშიც. ყავაში ის კოფეინის შემცვლელად არის წარმოდგენილი. რძესთან შერევით თქვენ მიიღებთ მატონიზირებელ სასმელს თეთრი ქაფით და სასარგებლო თვისებებით.
4. ყავა "kopi joss" ცხელი ნახშირით
კუნძულ იავაზე ყავას ცხელი ნახშირით სთავაზობენ. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოიგონა ყავის დახლის ერთ-ერთმა მეპატრონემ, რომელიც ცნობილი იყო "მისტერ ადამიანის" სახელით. ახლა ამ კიოსკის მფლობელია ვინმე ალექსი, რომლის მონაყოლიდან ირკვევა, თუ საიდან წამოვიდა ეს იდეა. "მისტერ ადამიანმა" ერთხელ მოინდომა აედუღებინა წყალი გახურებული ნახშირის მეშვეობით და ერთდროულად ყავაც მოედუღებინა.
5. ძალიან ძლიერი ყავა "asskicker" ყინულით.
ზოგიერთ ადამიანს, იმისთვის, რომ მხნედ იგრძნოს თავი, დიდი ოდენობით კოფეინი სჭირდება. ავსტრალიაში ამზადებენ ისეთ სასმელს, რომელიც მკვდარსაც კი გააღვიძებს: კოფეინი მასში იმდენია, რმდენიც 80 სტანდარტულ პორციაში, ე.ი. 5 გრამი. სამედიცინო გამოკვლევების თანახმად, თუ ადამიანი ჯანმრთელია, მას არაფერი ემუქრება. სასიკვდილო დოზა 18 გრამია.
6. ღვინოზე დამზადებული ყავა.
კალიფორნიაში ერთ-ერთი კაფე კლიენტებს სთავაზობს ყავის სასმელს ისეთი მარცვლებისგან, რომელიც მოხალულია წითელ ღვინოში.
7. "შავი უძილობა"
სასმელის ავტორია შონ კრისტაფორი, რომელმაც 2016 წელს შექმნა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ყავა. ერთი პორცია, რომელიც 702 მგ. კოფეინს შეიცავს, შეიძლება ნეგატიურად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რადგან საშუალო რეკომენდირებული დოზა შეადგენს 400 მგ. "შავი უძილობა" გასცდა კეიპტაუნის საზღვრებს და უკვე 22 ქვეყანაში იყიდება.
8. ყავა მერენგით (ბეზე)
ეს ესპრესო სამხრეთ კორეის კაფეში იყიდება. მერენგა არ იხსნება ყავაში, ამიტომ მას ნაწილ-ნაწილ მიირთმევენ ყავაში დასველებით. ის ნამდვილი ჰიტია ტურისტებში.
9. ესპრესო ტონიკით
რეცეპტი შეიქმნა სკანდინავიაში და გულისხმობს ჩვეულებრივი ესპრესოს შერევას ტონიკთან გარკვეული პროპორციებით. შეიძლება ყავა წარმოიდგინოთ კოფეინის გარეშე? 2015 წელს ნიუ-იორკში გაიხსნა დაწესებულება, რომლის პროდუქტსაც სკეპტიკურად შეხედეს მსოფლიოს ყავის მოყვარულებმა: კაფეში ყავას კოფეინის გარეშე სთავაზობენ. ყავის ნამდვილი დამფასებლების აზრით, ეს არის პირველი ნაბიჯი "კულტურული აპოკალიფსისკენ". 191 6-ს მოსწონს
|