x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სუსის ექსპერტი, მხოლოდ ცხედრის წყლიდან ამოყვანისას "აღმოაჩინა" რომ.. " - ნიკა გვარამია ალექსანდრე გეჯაძეზე

image


"მთავარი არხის" გენერალურ
მა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დამოუკიდებელ ექსპერტ, ალექსანდრე გეჯაძეს თაღლითი და ნაძირალა უწოდა. გვარამიას თქმით, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" აკადემიის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის მიერ აყვანილმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მხოლოდ გუშინდელი "მთავარი აქცენტების" ეთერში გასვლის შემდეგ "აღმოაჩინა" რომ ცხედრის წყლიდან ამოყვანის დროს შედგენილ ოქმში ფრაზა - "გვამური გაშეშება" მექანიკური შეცდომა" იყო: "ეს კაცი არის თაღლითი და ნაძირალა, სუსის გახაზული ფსევდო ექსპერტი. როგორც ჩანს, მხოლოდ გუშინდელი მთავარი აქცენტების შემდეგ "აღმოაჩინა", რომ "გიორგი შაქარაშვილის ცხედრის წყლიდან ამოყვანისას პირველადი დათვალიერებისას შედგენილ ოქმში აღნიშნული ფრაზა - „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“, მექანიკური შეცდომაა"- დაწერა ნიკა გვარამიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ "მთავარ არხზე" გასულ გადაცემაში, უკრაინელმა სასამართლო ექსპერტმა გალინა კარმოშინამ განაცხადა, რომ წყალში პოვნისას 19 წლის ფეხბურთელი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო, რასაც გეჯაძის ზემოაღნიშნული კომენტარიც მოჰყვა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზად ასფიქსია, წყალში დახრჩობით დასახელდა. შეგახსენებთ, რომ 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ფეხბურთელის ცხედარი მდინარე არაგვში იქნა ნაპოვნი. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.





0
438
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
438