x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ამ პროდუქტებს სხვა ქვეყნებში სხვაგვარად ჭამენ - ამის ცოდნა დაგშოკავთ
ოდესმე გაგისინჯავთ კიტრი თაფლით, მოჭიქული ხაჭოთი გამთბარი, ჩიპსი შოკოლადით? გაოცდებით და სხვადასხვა ქვეყნებში ამ ყველაფერს და კიდევ ისეთი პროდუქტების კომბინაციებს, რომლებსაც ვერ წარმოიდგენთ, ნამდვილად მიირთმევენ. მიუხედავად ამ არასტანდარტული კომბინაციებისა, ისინი ხშირად ხდება გურმანების აღმოჩენის მიზეზი და ასევე იზიდავს მათ, ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების.


image


მოდით, გადავხედოთ სტატიას და ვნახოთ თუ რომელი პროდუქტების კომბინირებული მირთმევა უწევთ სხვადასხვა ქვეყნებში, რაც ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია და ნამდვილად გაგვაოცებს. თუმცა, ვინ იცის, იქნებ თქვენც იპოვოთ მათში თქვენი სასურველი გემო.



1. მოჭიქული ხაჭო გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში.


image


ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი საჯაროდ, რაც ერთ-ერთმა იაპონელმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც გვამცნობდა, თუ როგორ გაათბო 10 წუთის განმავლობაში მიკროტალღურ ღუმელში ხაჭოს მოჭიქული (სიროკი) და ასე მისი გემო უფრო საოცარი გახდა.





2. ტოსტი შედედებული რძითა და ბეკონით.

image


ათქვეფილ კვერცხსა და შედედებულ რძეში (სგუშონი) ამოვლებული პურის ნაჭრები შეწვით კარაქში, მოაყარეთ შაქრის პუდრა და მოასხით შედედებული რძე, ცოტა სანელებელი და ბეკონი - ეს ყველაფერი იდეალურია. (რომელ ქვეყანაში მიირთმევენ, წყაროს ამის თქმა გამორჩა)





3. ახალი პომიდორი შაქრით.

image


ჩინეთში მიაჩნიათ, რომ ახალ პომიდორს შაქარი უფრო გამოხატულ გემოს აძლევს.




4. Choco Pie-ს ორცხობილა ტკბილეული არაჟნით.

image


ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დესერტია სამხრეთ კორეაში. ისინი ამ ტკბილეულს მიირთმევენ არაჟნით.





5. კარტოფილი ფრი ნაყინით.

image


Wendy’s-ი არის პირველი კვების ობიექტი, ვინც მსგავსი კომბინაციით ამ პროდუქტების პოპულარობა მოუტანა, ცხელი კარტოფილის ფრიზე ნაზი ნაყინი, გემოს აფეთქებაა - გვიზიარებენ ისინი, ვისაც მოწონთ ასე მირთმევა.





6. კიტრი თაფლით.

image


კიტრის ტაფლით მირთმევა პოპულარულია ბალტიისპირა ქვეყნებში - ბელორუსიაში, უკრაინასა და ფინეთში.





7. ყავა როზმარინით.

image


გაფილტრულ ყავას როზმარინი უჩვეულო გამაგრილებელ გემოს აძლევს.





8. ზეთში შემწვარი შოკოლადის ფილა.

image


ეს დელიკატესი შოტლანდიის სასუსნავებში მე –20 საუკუნის მე –2 ნახევარში გამოჩნდა და ფილმ "ჭუჭყში"-ც ჩანს. ჯერ გააციებენ ფილას, შემდეგ კი შეწვავენ. მისი ალტერნატიული დელიკატესია ასევე შეწმვარი Snickers, Twix, Bounty.





9. მაკარონის ფორმის ნაყინი ტომატის სოუსითა და გახეხილი ყველით.

image


დესერტი გამოიგონა იტალიური წარმოშობის ერთ-ერთმა საკონდიტრომ, რომელსაც ფილიალი ჰქონდა გახსნილი გერმანიაში. ის ვანილის ნაყინს აძლევდა მაკარონის ფორმას და უკეთებდა ტომატის სოუსს და აყრიდა პარმეზანს.





10. კარტოფილის მობრაწული ზეფირთან ერთად.

image


პირველად მსგავსი დესერტი ნახსენები იყო 1917 წლის კულინარიულ წიგნში. რეცეპტი მოიცავს ტკბილ კარტოფილს, რომელიც მზადდება მობრაწული კარტოფილისა და ზეფირის მეშვეობით. ასევე შეგიძლიათ ლიმონი და მიწის თხილიც დაამატოთ. ჯამში, მოტკბო-მომჟავო სასიამოვნო დესერტი მიიღება.





11. ჯემი წიწაკით.


image


ბალკანეთში, სადაც წიწაკა ფართოდ იზრდება და გამოიყენება კულინარიაში, გასაკვირი სულაც არაა, რომ მურაბები და ჯემებიც ჰქონდეთ წიწაკით. მეტი პოპულარობა წიწაკიან ჯემს ჯეიმი ოლივერის გადაცემებმა მოუტანა. ტკბილი და ერთდრულად მწარე სოუსი ძალიან უხდება ხორცს, კარტოფილს და ბრინჯს.





12. შოკოლადიანი ჩიპსი.

image


პირველად ის 1985 წელს ჩიკაგოში გაჩნდა და როგორც აღმოჩნდა, სულაც არ არის ცუდი მარილიანი ხრაშუნა ჩიპსი მდნარ შავ ან რძიან შოკოლადში ამოვლებული.





4
182
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
182
  
2020, 25 ივლისი, 10:09
ანუ თამამად ვიტყვით, რომ ეს უცხოელები გემოების ორიგინალობით ვერ გაგვაკვირვებენ)
2020, 25 ივლისი, 10:01
:)) ჩემი მეგობარი მოხარშულ გოგრას ჭამდა ტყემლით.
2020, 25 ივლისი, 9:49
მყავდა ნაცნობი, რომელიც მწვადს კაკლის მურაბასთან ერთად მიირთმევდა)
0 1 4