ცომეული მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ლიმონის კექსის რეცეპტი... 2020, 19 ივლისი, 0:43 რეცეპტი მათვის ვინაც ნამდვილი კექსის გემო იცის... იმისთვის რომ მოამზადოთ უგემრიელესი ლიმნის კექსი თქვენ დაგჭირდებათ... მ ა ს ა ლ ა . . . ორი ჭიქა შაქარი ორი ჭიქა მაწონი (შესაძლებელია რძეც) ერთი ჭიქა ზეთი ხუთი ცალი კვერცხი ერთი დიდი თავი ლიმონი 300 გრამი ქიშმიში ხუთი ჭიქა ფქვილი ორი ცალი ვანილი ერთი პატარა კოვზი სოდა ... მ ო მ ზ ა დ ე ბ ი ს წ ე ს ი . . . ხუთი კვერცხი და ორი ჭიქა შაქარი ამოვიყვანოთ სანამ არ მივიღებთ მყარ მასას, ჩავახეხოთ ლიმნის კანი და ჩავაწურთ მთლიანი ლიმონის წვენი. შემდეგ ჩავამატოთ ორი ჭიქა სოდიანი მაწონი, ერთი ჭიქა ზეთი და ვანილი...ეს ყველაფერი მიქსერით ავთქვლიფოთ კიდევ ხუთი წუთის მანძილზე... ამის შემდეგ ვამატებთ ორ მთავარ იგრედიენტს ფქვილს და ქიშმიშს გემოვნების მიხედვით მასას ვურევთ მხოლოდ და მხოლოდ ხის კოვზით...(უნდა მივიღოთ არაჟნის მსგავსი ცომი) ამ უგემრიელესი კექსის გამოსაცხობად არ არის საჭირო ღუმელის წინასწარ გახურება მიღებულ მასას ჩავასხამთ ცივ ფორმაში და გამოვაცხოვთ 100 % ტემპრატურაზე 45 წუთის მანძილზე.. ნუ ეცდებით კექსი ღუმელიდან გამოღებისთანავე აიმოიღოთ ფორმიდან დიდი ალბათობა რომ თქვენ მას გააფუჭებთ დაელოდეთ ცოტა შეცივდეს და ასე უფრო მარტივად შეძლებთ მის ამოღებას ფორმიდან... გადმოიტანეთ სასურველ ლანგარზე და გაფორმეთ თქვენი სურვილის მიხედვით მე ვფიქრობ რომ მხოლოდ შაქრის ფუდრაც საკმარისია.. გემრიელად მირთვით ... სიყვარულით ინტერ-გოგონა 184 4-ს მოსწონს
|