x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138339
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512019
ქართველი პრინცი, რომელიც კათალიკოს-პატრიარქი გახდა - ანტონ II-ის ცხოვრების გზა

1764 წლის 8 იანვარს ერეკლე II და მის მეუღლეს დარეჯან დედოფალს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც თეიმურაზი დაარქვეს. საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ანტონ II.

image

მან საფუძვლიანი განათლება მიიღო ერეკლე II-ის კარზე. ჭაბუკ თეიმურზს არ იზიდავდა საერო ცხოვრება, ამიტომ მშობლების თანხმობით, 17-18 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანტონი. ერთი გადმოცემის მიხედვით, მცირე ხნით საბერძნეთში იმყოფებოდა. 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოსაწერად გაგზავნილ დელეგაციაში ახალგაზრდა ბერ–დიაკონი ანტონიც იყო, რომელიც მოლაპარაკებებზე საქართველოს სამეფო ტახტსაც წარმოადგენდა და საეკლესიო ტახტსაც. 1784 წელს ერეკლე II–ის თხოვნით, იმპერატორის ოჯახის წევრებისა და რუსეთის უმაღლესი სამღვდელოების თანდასწრებით, ცარსკოე სელოს სასახლის კარის ეკლესიაში 20 წლის ჭაბუკის, ანტონის, ნინოწმინედელ ეპისკოპოსად ხელდასმა განხორციელდა. იმავე წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ანტონ I-ის მიერ დაუსწრებლად აღყვანილ იქმა ალავერდელი მიტროპოლიტის ხარისხში.

ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, იგი საქართველოში ჩამოიყვანეს და 1788 წლის 29 ოქტომბერს 24 წლის ასაკში კათოლიკოსად აკურთხეს. 1795 წლიდან ანტონი იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის სასულიერო საქმეებსაც განაგებდა.

1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით რუსეთმა ქართლ–კახეთის სამეფო გააუქმა. კათოლიკოს–პატრიარქი ვერ ახერხებდა დაევიწყებინა, რომ ძველთაძველი ეკლესიის მეთაური იყო და თან მეფის ძე. ანტონ II ირგვლივ ნელ–ნელა შეკრება დაიწყო ქართლ–კახეთის უკმაყოფილო მოსახლეობამ. იმპერიის მოხელეები შეუდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის შევიწროებას, დაიწყეს ეპარქიების გაუქმება. ანტონ II უკვე მიუღებელი იყო რუსეთისათვის.

1811 წელს იმპერატორის დაჟინებული „მიპატიჟებით“, ანტონ II საქართველოდან ძალით პეტერბურგში გაიწვიეს, სადაც იგი სინოდის წევრი გახდა. კათოლიკოსი ანტონი პეტერბურგში გადასახლებას ვერ ეგუებოდა, არ ესწრებოდა სინოდის სხდომებს.

1811 წელს კათოლიკოსი ანტონი ჩამოშორდა საეკლესიო სამსახურს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1812 წლიდან ნაპოლეონთან ომის გამო მოსკოვი დატოვა და ტამბოვში გადასახლდა. 1819 წელს კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა, ბოლოს კი ნიჟნი–ნოვგოროდის სოფელ ლისკოვოში დამკვიდრდა. სამსახურად კათოლიკოსი ანტონი ნიჟეგოროდის მიძინების ეკლესიაში დადგა.

ანტონ II 1827 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა. ანტონ კათალიკოსი 14 წლის განმავლობაში დასაფლავებული იყო სკრობიასენსკის ტაძარში, 1841 წლის 9 სექტემბერს მისი ნეშტი ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს და დიმიტრიევის ეკლესიის სავანეში დაკრძალეს.

2011 წლის 11 ივლისს საქართველოს საპატრირქოს წმიდა სინოდის განჩინებით ანტონ II წმინდნად შერაცხეს და სახელად მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქარართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უწოდეს. მისი ხსენება დაწესდა 21 დეკემბერს (ახალი სტილით 3 იანვარი).

0
357
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0