![აუცილებლად წასაკითხი
ქალებისთვის:რატომ უნდა დააიგნოროთ
საყვარელი მამაკაცი! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202007/2020071314233979351.jpg)
როგორ უნდა მოიქცეს ქალი, თუ სურს, რომ საყვარელი მამაკაცი ყოველთვის გვერდით ჰყავდეს? ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ჰიპერმზრუნველობა და გამუდმებული სიახლოვე ურთიერთობას ანგრევს და მამაკაცს მარტოობისკენ უბიძგებს.
რატომ ხდება ასე და როგორ გადავარჩინოთ ურთიერთობა?
![აუცილებლად წასაკითხი
ქალებისთვის:რატომ უნდა დააიგნოროთ
საყვარელი მამაკაცი! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202007/2020071314073979351.jpg)
როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, გაცილებით მყარი და ხანგრძლივია ის ურთიერთობა, რომელშიც ქალები მამაკაცს თავისუფლებას აძლევენ. ამ დროს მამაკაცი საყვარელ ქალს მტკიცედ უკავშირდება, რადგან მისი დაკარგვის შიში, და რაც მთავარია-სიყვარული უჩნდება.
რატომაა, რომ ბევრი მამაკაცი თავს არიდებს ურთიერთობებს? ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე ქალები ამჩნევენ, რომ რაღაც ისე აღარაა და მამაკაცის ინტერესეი მის მიმართ იკლებს. პირველი, რისი გაკეთების სურვილიც ქალებს უჩნდებათ, არის ის რომ გაარკვიონ რა ხდება. თუ ამ დროს მამაკაცი ყველაფერს უარყოფს, მაგრამ მ აინც ძველებურად უყურადღებოდ მოქცევას აგრძელებს, დროა იმოქმედოთ.
![აუცილებლად წასაკითხი
ქალებისთვის:რატომ უნდა დააიგნოროთ
საყვარელი მამაკაცი! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202007/2020071314123979351.jpg)
და აი, რას გვირჩევენ თავად მამაკაცები: ასეთ სიტუაციაში ქალმა აუცილებლად უნდა დამალოს მამაკაცზე თავისი მიჯაჭვულობა და არ მიაქციოს ყურადღება, რამდენადაც ეს შესაძლებელია. შესაძლოა სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ პრაქტიკაში ქალურ ეშმაკობებზე კარგად მუშაობს.
თუ პარტნიორს დაშორების ილუზიას შეუქმნით, თავს მოანატრებთ და თქვენს სამომავლო ურთიერთობის გაგრძელებას ეჭვქვეშ დააყენებთ, ის მაშინვე იმაზე დაფიქრდება, რომ შესაძლოა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნია-თქვენ!
![აუცილებლად წასაკითხი
ქალებისთვის:რატომ უნდა დააიგნოროთ
საყვარელი მამაკაცი! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202007/2020071314160879351.jpg)
სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობა სულ საწინააღმდეგოდ იქცევა. მღელვარება და ურთიერთობებში ქექვა კი მამაკაცებს აიძულებთ უფრო ღრმად შეძვრნენ თავის “გამოქვაბულში", სადაც შესსაძლოა თქვენი შემცვლელიც დახვდეთ. ყველაფერი მარტივადაა: რაც უფრო მეტად ჩაებღაუჭებით მამაკაცს, უფრო მეტად შეგიძულებთ ის.
![აუცილებლად წასაკითხი
ქალებისთვის:რატომ უნდა დააიგნოროთ
საყვარელი მამაკაცი! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202007/2020071314183379351.jpg)
როგორ მოვიქცეთ? იმოქმედეთ მამაკაცივით. ბოლოს და ბოლოს, ჩამოეხსენით და თქვენს სოციალურ ცხოვრებას მიხედეთ. როცა მამაკაცს პირადი სივრცის განცდა უჩნდება, ის მზადაა თქვენთან დასაბრუნებლად, რადგან მარტოობა არავის უნდა, როგორც არ უნდა ამტკიცონ საწინააღმდეგო.რა შოკისმომგვრელადაც არ უდა მოგეჩვენოთ ეს რჩევა, მისი გათვალისწინება ნამდვილად ღირს. თუ კაცს უყვარხართ, ეს თქვენს ურთიერთობას ახალ შანსს მისცემს. და თუ აღარ უყვარხართ, მაშინ ამას დროულად შეიტყობთ და თქვენს ძვირფას დროს იმ ადამიანზე აღარ დახარჯავთ, ვინც ამას არ იმსახურებს.