x
image
თორნიკე55
თორნიკე ქავთარაშვილი იგივე ზელიმხან ხანგოშვილი
image
გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭმვიტანილს ბრალი წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდდა.

პროკურატურის განცხადებაში საუბარია მკვლელობის დეტალებზე და აგრეთვე, ხანგოშვილის კავშირზე რუსეთსა და საქართველოს ხელისუფლებასთან.

განცხადებაში საქართველოს მთავრობას პრორუსულს უწოდებენ.


„მკვლელობის გარემოებებიდან ირკვევა, რომ მსხვერპლი წინააღმდეგობას უწევდა კრემლის, ჩეჩნეთის და ინგუშეთის რესპუბლიკებისა და აგრეთვე, საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებებს.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანიის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც “ქართული ოცნება” პრორუსულ ძალადაა მოხსენიებული, გერმანიის ელჩი განმარტავს.

ჰუბერტ ქნირშის თქმით, მოსაზრება, რომ ქართული ოცნება პრორუსულია, ეკუთვნის ხანგოშვილს და არა გერმანიის პროკურატურას.

„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება. ეს გახლავთ მისი სიტყვება და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება.” – ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის სამართალდამცავი უწყებები თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებენ, 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილს რუსული პასპორტი უპოვეს.

ზემოხსენებული მკვლელობის დეტალურ გამოძიებასთან დაკავშირებით, გერმანიის მხარის მოთხოვნას რუსეთმა უარით უპასუხა, რომლის შემდეგაც, 4 დეკემბერს, ოფიციალური ბერლინის გადაწყვეტილებით, რუსეთის დიპლომატიური უწყების 2 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევეს.image

0
161
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0