x
კრეატულობა და ინტელექტი
კრეატულობა გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, შექმნას ახალი, ორიგინალური პროდუქტი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. ეს არის არასტანდარტული აზროვნება, რომლის წყალობითაც პიროვნებას შეუძლია ჩვეულებრივ მოვლენებში რაღაც უჩვეულოს დანახვა. კრეატიული უნარების ფლობა მიუთითებს ადამიანის ინსპირაციულობაზე, შემოქმედებითობაზე და ადამიანს აძლევს უპირატესობას, გაიხედოს სტანდარტული წესების მიღმა. კრეატულობას საკმაოდ პრაქტიკული გამოყენება აქვს, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით ხოლმე ისეთ სირთულეებს, რომელთან გამკლავებაც საჭიროებს კრეატიული უნარების ფლობას გამოყენებას. კრეატიული აზროვნება დაკავშირებულია შემდეგ ფაქტორებთან- იდეების გენერირებასთან, პიროვნების სპეციფიკურ, უნიკალურ თვისებებთან, ადამიანის მიერ სინამდვილის აღქმასთან და სხვ. კვლევები აჩვენებს, რომ კრეატიული აზროვნება თავის ტვინში ააქტიურებს სპეციფიკურ რეგიონებს.
ინტელექტი ძალზე ზოგადი, გონებრივი შესაძლებლობაა და სხვა კომპონენტებთან ერთად, მოიცავს ლოგიკური მსჯელობის, აბსტრაქტუი აზროვნების, რთული იდეების წვდომის, სწრაფად დასწავლისა და გამოცდილების მიღების უნარს. (ზიმბარდო, 2009) ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ადამიანის ინტელექტი რაოდენობრივად გაზომვადი ფენომენია. ზოგი ფიქრობს, რომ ინტელექტი მრავალი კომპონენტისგან შედგება, რომლის ცალ-ცალკე გაზომვაა შესაძლებელი. მესამე ნაწილი მიიჩნევს, რომ ინტელექტის რამდენიმე განსხვავებული სახე არსებობს, რაც გამოცდილების სხვადასხვა სფეროს და ასპექტს შეესაბამება.
image

ფსიქოლოგიაში ისევე, როგორც ბევრ საკითხს, ინტელექტის და კრეატულობას შორის ურთიერთმიმართებაზეც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მკველევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინტელექტი და კრეატულობა თითქმის იგივეობრივი კონსტრუქტებია, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ისინი სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის კონსტრუქტია. ისმება შემდეგი კითხვა: არსებობს თუ არა კავშირი ინტელექტის -IQ მაჩვენებლებსა და კრეატულობას შორის?მთელი რიგი კვლევების ჩატარების შედეგად, იკვეთება, რომ: " თუ IQ არის საშუალო ან საშუალოზე მაღალი, - რაც უფრო დიდია IQ, მით უფრო მაღალია კრეატულობის მაჩვენებელიც. მაგრამ, თუ ინტელექტის მაჩვენებელი ნორმების ზედა ზღვარს სცილდება, ის კრეატულობასთან ურთიერთკავშირს კარგავს. ესე იგი, უნდა დავასკვნათ, რომ კრეატულობის გამოსავლენად საჭიროა მაღალი დონის გონებრივი განვითარება. მაგრამ, ამ დონის კიდევ უფრო მეტი ამაღლების პირობა კრეატულობის გამოვლენაში მეტ განსხვავებას აღარ იძლევა". (ნ.ფარსადანიშვილი)

კრეატულობა და ინტელექტი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან გაზომვის და შეფასების ტექნიკებით. კრეატულობა ხშირ შემთხვევაში ფასდება განსხვავებული, არასტანდარტული აზროვნებით, რომელიც ვლინდება ადამიანის მიერ კონკრეტული დავალების და ამოცანების შესრულებისას. კრეატულობის შეფასებისას ცდისპირების მიერ ამოცანის გადაწყვეტა შეიძლება შეფასდეს სხვადასხვა მახასიათებლის, განზომილების მიხედვით, მაგ: როგორიცაა ორიგინალურობა, მოქნილობა, ადაპტურობა, კრეატულობა...

კვლევებმა გამოავლინა მტკიცებულებები იმისა, რომ ამოცანები, რომლებიც მოითხოვს გარკვეულ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და კრეატიულად აზროვნებას, გადაიჭრება ერთმანეთის მსგავსი ამოცანაზე ორიენტირებული, მიზანმიმართული სტრატეგიებით. ნეირომეცნიერულ დონეზე, საერთო ნეიროფსიქოლოგიური მექანიზმები დაფიქსირდა ასეთი ამოცანების გადაჭრისას, ამ პროცესში აქტიურდებოდა თავის ტვინის ერთი და იგივე არეები, ანუ შეინიშნებოდა მსგავსი აქტვაცია.


Getzels and Jackson (1962)- საკმაოდ გავლენიან წიგნში ამტკიცებდნენ, რომ ეს ორი კონცეფცია განსხვავბეულიიყო, რადგან მათი კვლევის შედეგების მიხედვით, ადამიანები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ განსხვავებული ჰქონდატ ინტელექტის და კრეატიულობის მაჩვენებლებით (მაღალი კრეატულობა და დაბალი ინტელექტი ან პირიქით).

საბოლოდ, უახლოესი კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ინტელექტი და კრეატულობა ორი დამოუკიდებელი შემეცნებითი უნარია, მათ შორის საშუალო კორელაცია კი 0.17-ია.



0
109
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან სოფრომაძე
რუსუდან სოფრომაძე
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0