განათლება დაწყებითი საფეხურის მოზარდის ასაკობრივი თავისებურებები 2020, 9 ივლისი, 22:14
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ფსიქიკის განვითარება, უპირველესად, მიმდინარეობს სწავლის საფუძველზე. სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის კი აუცილებელია პედაგოგმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა კოგნიტური უნარების მზაობა ყოველ კონკრეტულ ასაკობრივ საფეხურზე. დაწყებითი საფეხურის მოზარდის ასაკობრივთავისებურებებში კი უშუალოდ იგულისხმება როგორც მეხსიერება და ფანტაზია, ისე მოტივაცია.
მეხსიერების ფუნქცია მიღებული ინფორმაციის შენახვა-აღდგენაა. თუმცა ხშირად ადამიანი რეალობას ასახავს კომბინირებული შთაბეჭდილებებით, სწორედ ესაა ფანტაზია.
მეხსიერების განვითარების ერთ-ერთი ზოგადი ხერხია გამეორების ორგანიზება, კერძოდ:
1)გამეორების განაწილება დროში (დღეს გაიმეორე 5-ჯე, ხვალ - 3-ჯერ და ა.შ.); 2)გამეორების ხერხების ცვლილება (ინდივიდუალურად, ერთხმად, ჯაჭვისებურად, მასწავლებლის მოსმენით); 3)თვითკონტროლის არსებობა (იმ ნაწილებზე კონტროლი, რომლებიც კარგად არ იციან, ან დასასწავლი მასალის მიხედვით სავარჯიშოების კეთება); მეხსიერების განვითარებას თან სდევს ზოგადი ინტელექტუალური განვითარების სრულყოფაც. მეხსიერების განვითარება გავლენას ახდენს ფანტაზიის განვითარებაზეც. საკუთარი მოქმედებების წინასწარი წარმოდგენა კი ფანტაზიის განვითარების დასაწყისია. მეხსიერებისა და ფანტაზიის მოქმედება იცვლება იმ მოტივების ცვლილების მიხედვით, რომლებიც მოსწავლისაგან მოითხოვს მიზანდასახულ დამახსოვრებას, აღქმული მასალის გახსენებას, ახალი ნახატისა თუ თხზულების შექმნას. ხოლო, რაც შეეხება მოტივაციას, მოტივაცია ეს არის დასახული მიზნისკენ სწრაფვის სურვილი, რომელსაც განაპირობებს შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორები. მოტივაციის პროცესების მართვა შესაძლებელია და ამ პროცესს მოტივირებას უწოდებენ. მოტივირება არის მოსწავლის საკუთარი მოტივების განვითარებისათვის პირობების შექმნა, მოტივაციის ამაღლების საშუალებებია: 44 შეფასება არ არის
|