სამოქალაქო კომპანია "Johnson & Johnson"-ს დაზარალებული ამერიკელისთვის 417 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა 2020, 9 ივლისი, 17:48 70 წლის ლოს - ანჯელესის მკვიდრმა ევა ეჩევერიამ, რომელმაც ცნობილ კომპანია - "Johnson & Johnson" - ს სასამართლოში უჩივლა, აცხადებს რომ მისი დაავადების მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები ზემოხსენებული კომპანიის მიერ წარმოებული საბავშვო ტალკია, რომელსაც ის ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, ინტიმური ჰიგიენისთვის მოიხმარდა.ქალს, ათი წლის წინ საკვერცხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ევა დარწმუნებულია რომ ყველაფერში "დამნაშავე" სწორედ ეს პუდრია, რომელსაც ის 1950 წლიდან აქტიურად იყენებდა. დაზარალებულს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მას ასეთი სერიოზული დაავადების გამოწვევა შეეძლო, ვინაიდან მსოფლიოში ერთ - ერთ უმსხვილესს მწარმოებელს თავისი მომხმარებლები აღნიშნული პროდუქტის მავნე ზემოქმედების შესახებ არასოდეს გაუფრთხილებია.კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოება მეცნიერულად დამტკიცებულია და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და "Johnson & Johnson" -ს დაზარალებული ქალბატონისთვის კომპენსაციის სახით, რეკორდული თანხის - 417 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.შეგახსენებთ, რომ ეს კომპანიის წინააღმდეგ მსგავსი საჩივრის პირველი შემთხვევა არ არის: ამ მომენტისთვის, ამერიკულ სასამართლოებში რამდენიმე ათასი მსგავსი სარჩელია შესული.36 შეფასება არ არის |