ამ ეტაპზე უცნობია უკავშირდება თუ არა მისი სცენიდან წასვლა საყვარელ ადამიანს.
ცნობისთვის გია სურამელაშვილი უკვე 35 წელია რაც სცენაზეა, მუსიკალური კუთხით მოღვაწეობა 16 წლის ასაკში დაიწყო. მიღებული აქვს საუკეთესო მომღერლის ჯილდო.
აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში სხვადასხვა შოუ პროგრამებში. კონცერტებსა და ტურნეებს ატარებდა საქართველოს ყველა კუთხეში ასევე – რუსეთში მოსკოვსა და ლენინგრადში უამრავ კონცერტებში აქვს მონაწილეობა მიღებული მიწვევით. ხშრად აქვს გასტროლები -ისრაელში, გერმანიაში, საბერძნეთსა და იტალიაში. მიწვევით იმოგზაურა ამერიკაში, სადაც ასევე გამართა სოლო კონცერტი.
აქვს ორი მუსიკალური ალბომი. გია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გრანდიოზულ შოუ პროგრამებს დგამდა 90-იან წლებში, გამორჩეული სტილით ხასიათდებოდა და ათასობით გულშემატკივარი შეიძინა და შეინარჩუნა.