x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138319
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512010
ასტროფიზიკოსებმა შესაძლოა აღმოაჩინეს იდუმალებით მოცული კოსმოსური ნეიტრინოების ფარული წყარო

ახალი მოდელი ვარაუდობს, რომ ამგვარი სუპერმძიმე შავი ხვრელების გარშემო გამოსხივება შეიძლება იყოს მაღალი ენერგიის კოსმოსური ნეიტრინოების წყარო, რომელიც დაფიქსირდა IceCube Neutrino ობსერვატორიის მიერ.


NASA- ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის სურათი Galaxy NGC 1068 მისი აქტიური შავი ხვრელით,  რომელიც ნაჩვენ

NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის სურათი Galaxy NGC 1068 მისი აქტიური შავი ხვრელით, რომელიც ნაჩვენებია მასშტაბური ჩანართის სახით



რა იწვევს ნეიტრინოების სიჭარბეს და გამა გამოსხივების დაკარგულ რაოდენობას? შავი ხვრელების გამოსხივება შეიძლება იყოს დედამიწიდან დანახული საიდუმლო კოსმოსური ნეიტრინოების ფარული წყარო.

ამ აღმოჩენამ გააკვირვა ფიზიკოსები და ასტრონომები. ახალი მოდელის მიხედვით შეიძლება აიხსნას ზოგ შემთხვევაში ნეიტრინოების წარმოუდგენლად დიდი ნაკადი, რომლებიც გამოვლინდა ბოლოდროინდელი ნეიტრინოების და გამა-სხივების დაკვირვების შედეგად. ამგვარი გამოსხივება შეიძლება მიუთითებდეს აქტიური გალაქტიკების ბირთვებში აღმოჩენილ სუპერმგრძნობიარე შავ ხვრელებზე.

”ნეიტრინოები იმდენად მცირე ზომის სუბატომიური ნაწილაკებია, რომ მათი მასა თითქმის ნულის ტოლია და ისინი იშვიათდ ურთიერთქმედებენ სხვა მატერიათან.” - თქვა კოჰტა მურასმა, ფენის შტატში ფიზიკის, ასტრონომიის და ასტროფიზიკის პროფესორის ასისტენტმა და ინსტიტუტში მულტიმეზერნარული ასტროფიზიკის ცენტრის წევრმა. მანვე ჩაატარა კვლევა - გრავიტაცია და კოსმოსი (IGC) - ”მაღალი ენერგიის კოსმიური ნეიტრინოები იქმნება სამყაროში ენერგიული კოსმოსური სხივების ამაჩქარებლების მიერ, რომლებიც შეიძლება იყოს ექსტრემალური ასტროფიზიკური ობიექტები, როგორიცაა შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები. მათ თან უნდა ახლდეს გამა სხივები ან დაბალი ენერგიის ელექტრომაგნიტური ტალღები, ზოგჯერ გრავიტაციული ტალღებიც”.

მეცნიერები აერთიანებენ კოსმოსური პროცესების დაკვირვებისას მიღებულ ინფორმაციას, რათა შეისწავლონ სამყაროში მიმდინარე მოვლენები და მოახდინონ მისი ევოლუციური განვითარების ახსნა. ექსტრემალური კოსმოსური მოვლენები, როგორიცაა მასიური ვარსკვლავური აფეთქებები და ინტენსიური გამოსხივება სუპერმასიური შავი ხვრელებისგან, რომლებიც ნეიტრიოებს წარქმნიან, ეხმარებათ მეცნიერებს სამყაროს ფენომენის ამოხსნაში.

ახლახანს IceCube Neutrino ობსერვატორიამ დააფიქსირა მაღალენერგეტიკული ნეიტრინოების კიდევ ერთი ჭარბი გამოსხივება ერთი ყველაზე ნათელი მოქმედი გალაქტიკის მხრიდან, რომელიც ცნობილია როგორც NGC 1068, ჩრდილოეთ ცაში.


0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:G-ko 159
G-ko 159
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0