სხვა გყავს ან არ გყავს პაპა? პაპების სიტკბო და სითბო.წაიკითხე და გაგახსენდება პაპა 2020, 7 ივლისი, 19:13 ხშირად ამბობენ სიყვარულს მნიშვნელობა არა აქვსო.სიყვარული, სიყვარულია-ო არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, შენი ოჯახის წევრი თუ ვინმე ახლობელი.მაგრამ ვერ დავთანხმები ამ მოსაზრებს რადგან ყველა ცოცხალ თუ უსულო ადამიანს თუ არსებას თავისებური სიყვარული გააჩნია.აქედან გამომდინარე საჭიროა, რომ ადამიანმა ყველანაირი სიყვარული გამოცადოს.რადგან ეს ცხოვრების მართვაში დაეხმარება სწორედაც, რომ სიყვარულია გემის მმათველი კაპიტანი.თუ ის არ იქნება, ვერ მიხვდებით სწორ მიმართულებასა და გეზს.ყველაფერი კაპიტნით იწყება და მგზავრებით სრულდება, ყველა მგზავრს კი სიყვარულის განსხვავებული ისტორია აქვს და წარმოიდგინეთ სამყაროში რამდენგვარი სიყვარული არსებობს.თავს სიამოვნება, რომ გეხვევა და ამ დიდებულ გრძნობას განიცდი ამას რა ჯობს?ერთმანეთს სიყვარულს ვეფიცებით ადამიანები, ასეც არის გვიყვარს ისინი ვისაც ვუყვარვართ.სიყვარული ბუმერანგივით გვიბრუნდება თითოეულ ჩვენთაგანს და ეს რა გასაოცაი რამაა...სანახაობა კიდევ უხილავი, ამას მხოლოდ გრძნობები გადმოსცემს.საქმე საქმეზე, რომ მიდგება მაშინ კი შემიძლია ვთქვათ, რომ უბრალოდ ვერ გამოვცადეთ კაპიტნის ბედი.კაპიტანმა ვერ გაგვაცნო სიყვარულის მიმართულება, გზა აგვებნა დავიკარგეთ ახლა კი უგზო უკვლოდ დავიარებით.არც არავინ არ არის ჩვენი დამხმარე.სად გაქრა ის თბილი, ტკბილი პაპების სიყვარული როდესაც შვილიშვილებს ეალერსებოდნენ?მათზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ.სად გაქრა ის ახალი და არომატული შეგრძნებები როცა პაპებს შვილიშვილებისთვის ჯიბეში ჩადებული ტკბილეული მიჰქონდათ?ალბათ იყო სადღაც ღრმა ბავშვობაში მაგრამ ახლა არ არის, არ მახსოვს ყველა დეტალი მაგრამ იყო ის რაღაც იმდენად სურნელოვანი და დასამახსოვრებელი, რომ დღემდე ღიმილით მახსენდება.სამსახურიდან სახლისკენ მომავალი პაპა ჯიბეშ ჩაწყობილი ხელებითა და ხელის ნელი მოძრაობით, როცა ჯიბეს აწვალებდა მახვედრებდა ამ ჟესტით, რომ ჩემთვის პატარა სუპრიზი ჰქონდა.ჯიბეში ჩადებული "პლიტკით" იწონებდა ხოლმე ჩემთან მიმართებაში თავს, რომ ჩავხუტებოდი.მაგრამ უფრო ხშირად "შოკოლადის კვერცხებით" მანებივრებდა.დიახ, დიახ კვერცხის ფორმიან შოკოლადს "ქინდერს"ვუწოდებდი.მაშინ იყო ტკბილი ბავშვობა მიხაროდა, ვიღიმოდი, ვჭამდი და ვტკბებოდი.ახლა კი აღარ შემიძლია ასე ძველებურად დავტკბე.პაპას დავუძახო ან მან მითხრას "პაა, აქ ვარ..."განა იმიტომ კი არა, რომ გავიზარდე არა ეს არც არავინ იფიქროს.ადამიანი რაც უფრო იზრდები და ასაკი გემატება მით უფრო ტკბილია ამ დროს პაპა.ახლა მასთან დროის გატარება არ შემიძლია რადგან უბრალოდ აღარ არის ჩემს გვერდით.ამიტომ არ მიგვრძნია მე, ის სითბო რასაც პაპა ჰქვია მაგრამ...სხვა სიყვარულიც დიდად არ განმიცდია პაპაზე ტკბილი ის, სხვა და ჩემთვის ძვირფასი რომელმაც ნაადრევად დატოვა ეს ქვეყანა.არასდროს მიგვრძნია პაპიებისგან მიღებული ის დიადი თავისუფლება და სიტკბო რომელიც ამ ურთიერთობას თან ახლავს.არც სხვა ფრაზები მაგ: "პა, რაც გინდა ხელი დაადე იმას და გიყიდი".პაპები მოვლენილი ანგელოზები არიან ამიტომ გაუფრთხილდით მათ. 7 შეფასება არ არის
|