სხვა ავსტრიაში მოკლეს ჩეჩნეთის მკვიდრი, სავარაუდოდ კადიროვის კრიტიკის გამო 2020, 5 ივლისი, 18:03 ![]() გაზეთი Österreich იუწყება, რომ დანაშაული მოხდა ადგილობრივი დროით 19:30 საათზე, G3 სავაჭრო ცენტრის მახლობლად. მსროლელი ვერცხლის ფერი ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ იგი დააპატიმრა ქალაქ ლინცში. "კილერი ჩეჩნეთის მკვიდრია. ჩვენი ინფორმაციით, ანზორი ვენიდან მოკლულია, ” -განაცხადა ევროპაში ჩეჩნეთის დიაპორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. უმაროვი სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ინტერვიუში თავს ყოფილ დაქირავებულ მკვლელად აცხადებდა. იგი საკუთარ თავს იჩქერიის სეპარატისტული რესპუბლიკის შარიათის სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ თანამშრომელს უწოდა, საუბრობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებზე, რომელსაც ევროპაში პოლიტიკური ემიგრანტებისა და ყოფილი ჩეჩენი სეპარატისტების განადგურება ჰქონდა დაგეგმილი. უმაროვი იყო კადიროვის მუდმივი კრიტიკოსი, ზოგჯერ მისი გამონათქვამები შეურაცხმყოფელი იყო. ივნისის შუა რიცხვებში რამზან კადიროვი გროზნოდან გამოეხმაურა სკანდალურ ინფორმაციას, რომ მისი დაკვეთით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე „მთავარი არხის“ ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. კადიროვმა ბუნებრივია ყველაფერს ბოდვა უწოდა და ქართველ ჟურნალისტს მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს დაუჩოქოს და პატიება ითხოვოს.იქვე დასძინა, რომ"მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს" 132 3-ს მოსწონს
|