სხვა ოდესმე არსებობდა თუ არა კინგ კონგი ჩვენს პლანეტაზე? 2020, 5 ივლისი, 14:58 ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ჯონ გილერმანის “კინგ კონგი” ჯესიკა ლანგის და ჯეფ ბრიჯესის მონაწილეობით მთავარ როლებში - ფილმი უზარმაზარ მაიმუნზე, რომელსაც ქალი შეუყვარდება. მახსოვს, თუ როგორ იყო ჩემ ბავშვობაში სავსე კინოთეატრი ხალხით, როცა იქ “კინგ კონგს” უჩვენებდნენ. მაგრამ ნუთუ ყველაფერი ეს ფანტაზიის ნაყოფია? ნუთუ კინგ კონგს რეალურად არასოდეს უარსებია ჩვენს პლანეტაზე?
როგორც ირკვევა, თქმულებები გიგანტური მაიმუნის შესახებ, რომლებიც საფუძვლად დაედო ჯონ გილერმანის ფინანსურად წარმატებულ კინოპროექტს, ბოლომდე საფუძველს არ არის მოკლებული. უძველეს დროში ჩვენს პლანეტაზე მართლაც სახლობდნენ გიგანტური მაიმუნები. მთლად ისეთი დიდი ზომის რა თქმა უნდა, არა, რომ ტანკები გადაებრუნებინათ და უშველებელი სამხედრო შვეულმფრენები ცათამბჯენის კედელზე მიენარცხებინათ, მაგრამ მაინც უშველებელი ზომისანი. ასეთ მაიმუნებს მკვლევარები დღეს გიგანტოპითეკებს უწოდებენ და ისინი ადამიანის მსგავს მაიმუნთა შორის ყველაზე უშველებელი ზომისანი იყვნენ, აღწევდნენ რა 3 მეტრის სიმაღლეს.
გიგანტოპითეკი დაახლოებით 100 ათასი წლის წინ, თანამედროვე ჩინეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე სახლობდა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ის საშუალოდ ნახევარ ტონას იწონიდა და ზომით თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს მტაცებელ ძუძუმწოვარს, პოლარულ დათვს არ ჩამოუვარდებოდა.
417 შეფასება არ არის
|