საქართველო საარჩევნო ომი იწყება 2012, 14 აგვისტო, 19:00 ახლოვდება არჩევნები და უფრო მეტად იძაბება საარჩევნო ვითარება ქვეყანაში. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხალხთან შეხვედრებში მუდამ აცხადებს, რომ ქვეყანა ააშენა, დავით აღმაშენებლის შემდეგ ყველაზე დიდი მშენებლობა ახლა მიმდინარეობსო. ქართული ოცნებაც არ ჩერდება და მაქსიმალურად ებრძვის ნაციონალებს. ქართული ოცნება, როგორც ჩანს გაჩერებას არ აპირებს და 2008 წელს არჩევნებისგაყალბებისთვის ნაციონალებს უჩივის. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეკა ბესელიამ და თეა წულუკიანმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს. ისინი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ნაძალადევის რაიონში კენჭისყრის შედეგების გაყალბების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის გეგმაზე და იმ პრიორიტეტულსაკითხებზე, რომელიც უნდა განახორციელოს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოსახლეობას სოფლის გაძლიერებას, მაღალმთიანი რეგიონების დაცლისაგან გადარჩენას და ყველა სოფელში სკოლისა დაბაგა-ბაღის აღდგენას ჰპირდება. ბიძინა ივანიშილის განცხადებით, კოალიციის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი ქართული სოფელი და ამავე კონტექსტში მაღლმთიანი რეგიონები იქნება. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად ამოქმედდება მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი, შეიქმნება სოფლის აღორძინების ერთმილიარდიანი ფონდი, საიდანაც სოფლის ნებისმიერ მოსახლეს გრძელვადიანი ხელმისაწვდომი და შეღავათიანი პირობებით თანხის გამოტანა შეეძლება - აღნიშნა ივანიშვილმა. კახეთის სტიქიის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილმა გმირობად შერაცხა. სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისთვის თანხების მოძიებით მთავრობამ თითქმისშეუძლებელი მოახერხა. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომაზე განაცხადა.მიხეილ საკაშვილის თქმით, უახლოეს ისტორიაში ამ მასშტაბის დახმარება მას არც ერთი სტიქიური უბედურების დროს არ ახსენდება. დღეს, სოფელ კოლაგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც იმყოფებოდა. მთავარი ის არის, რომ გადავრჩით, არ არის მსხვერპლი, დანარჩენს ყველაფერს შევეცდებით რომ აღვადგინოთ. უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურის აღდგენა. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ 206 3-ს მოსწონს
|