x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512541
ორკილოიანი ოქროს ჯაჭვჩამოკიდებული მამაო უფრო მეტი დაბრკოლებაა, ვიდრე შარვალჩაცმული ქალი-ხატია წერეთელი
image

მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში მღვდელ ბასილ იაშაღაშვილს პასუხობს, რომელმაც ორიოდე დღის წინ გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ ქალისთვის შარვლის ჩაცმა მიუღებელი, დიდი ცოდვაა, რადგან მამაკაცში მრუშობის გრძნობას აღძრავს:


"მამაო მეტი განათლება გჭირდებათ 21ე საუკუნეში, შარვალი თუ აცდუნებს ვინმეს, მაშინ მისი რწმენა იმდენად მცირეა რომ ...
ისე კი თქვენზე სამღვდელოებაზე ბევრია დამოკიდებული რამდენად მორწმუნე იქნება მრევლი, თავად დაგვანახეთ სიმდაბლე და მორჩილება, რომ ჩვენც გამოგყვეთ. თითებზე დავითვილით იმ მღვდელთმსახურებს, რომლებიც ფუფუნებაში არ ცხოვრობენ და მატერიალურ. სიმდიდრეს სულიერ სიმდიდრეს ანაცვალებენ.


ორკილოიანი ოქროს ჯაჭვჩამოკიდებული მამაო უფრო მეტი დაბრკოლებაა, ვიდრე შარვალჩაცმული ქალი რომლისთვისაც შარვალი კომფორტული ჩასაცმელია მხოლოდ, ვირულად რომ იშრომოს და შვილებს საჭმელი აჭამოს.



PS ვიცი ამ პოსტს ბევრი ლანძღვა მოჰყვება, ეკლესია საკმაოდ დიდი სტრუქტურაა და მძლავრიც ასე რომ არც ტროლების დაქირავება გაუჭირდებათ. მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას." წერს ხატია წერეთელი.

image

შეგახსენებთ, თელეთის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელი ბასილ იაშაღაშვილმა ქალის შარვლით სიარულზე შემდეგი განცხადება გააკეთა:(ნაწყვეტი)


„როგორც უფალი ბრძანებს, თუ კაცი გულისთქმით უყურებს ქალს, უვკე იმრუშა მასთან თავის გულში (მათეს სახარება 5, 28). როდესაც ქალი იცვამს შარვალს, განსაკუთრებით, შემოტმასნილ ჯინსებს და ე.წ. ელასტიკებს, ამ დროს წარმოაჩენს თავისი დაფარული სხეულის მოყვანილობას და ნაკვთებს.


ასეთი გამომწვევი ჩაცმით ქალი იქცევს მამაკაცის ყურადღებას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არაწმიდა გულისთქმით უყურებს მას და მრუშობს მასთან თავის გულში.


ასეთი ჩაცმული ქალი არის ეშმაკის იარაღი, მამაკაცების საცდუნებლად მიმართული. ადრე მეძავი ქალები იცვამდნენ ასე გამომწვევად იმისათვის, რომ მამაკაცების ყურადღება მიექციათ და ამ გზით ფული ეშოვნათ, დღეს კი ასეთი ჩაცმა მოდაში შემოვიდა.


თანამედროვე საზოგადოება შეეგუა ცოდვას. მარგამ საყოველთაოც რომ გახდეს ცოდვა, ის არ კარგავს თავის დამღუპველ ძალას ისევე, როგორც უფლის მცნებები არასდროს დაკარგავს თავის მაცხოვნებელ ძალას."


0
227
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0