x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512527
Europol-მა მისი არსებობის ისტორიაში უდიდესი საქმე გახსნა და 1000 დამნაშავე დააკავა
საფრანგეთის, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მათი არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ოპერაცია განახორციელეს ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ.


ოპერაციის კოდური სახელწოდებაა “ვენეტიკა” და მის ფარგლებში უკვე დაკავებულია 1000-ზე მეტი პირი, ამოღებულია 54 მილიონი ფუნტი სტერლინგი და 20 მილიონი ევრო, ასევე იარაღი, 8 ტონა კოკაინი და 1, 2 ტონა მეტამფეტამინი.


ეს ყველაფერი იმის დამსახურებით მოხდა, რომ პოლიციამ შეძლო საიდუმლო ჩეთის გაშიფვრა, რითაც ეჭვმიტანილები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ.


დიდ ბრიტანეთში დაკავებულია 746 პირი, ნიდერლანდებში 100, ხოლო საფრანგეთმა თავი შეიკავა დაკავებულთა ზუსტი რიცხვის დასახელებისგან, თუმცა დააზუსტა, რომ საქმე ეხება ასობით ეჭვმიტანილს.



ცნობილია, რომ სამივე ქვეყანაში დაკავებულთა შორის პოლიციელებიც არიან, რომლებიც ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს. ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები არ იმყოფებიან. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ოპერაციაში 500 სამართალდამცავი მონაწილეობდა, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპერაცია ჯერაც არ დასრულებულა.


დაკავებულებს ბრალი ისეთ მძიმე დანაშაულებებში წარედგინებათ, როგორებიცაა მკვლელობა, მკვლელობის ორგანიზება და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა.


როგორც ირკვევა, დანაშაულებრივი ჩეთის ჩატვირთვის საფასური 6 თვეში 1500 ევრო იყო და მისი მწარმოებელი კომპანია თავად აყენებდა მას ტელეფონებზე. თუ ტელეფონის ჩართვის ღილაკს თითს ერთხელ დააჭერდი, ირთვებოდა ჩვეულებრივი ოპერაციული სისტემა, ხოლო ზედიზედ ორჯერ დაჭერის შემთხვევაში აპარატი გადატვირთვას ახორციელებდა და მომხმარებელს შეეძლო წვდომა ჰქონოდა საიდუმლო ჩეთთან.


საიდუმლო ჩეთის სახელწოდება EncroChat იყო და ის ევროპის მასშტაბით 60 ათას პირს ჰქონდა საკუთარ ტელეფონში.


როგორც ფრანგულ ჟანდარმერიას მიაჩნია, ამ პირთა 90 % ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებულია დანაშაულებრივ სამყაროსთან.


სპეცოპერაცია

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0